"ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!

AutoSharing Option
ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა თბილისის "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ერევნელები "დინამოსთან" "დინამო არენაზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა მცველების არ ყოლაა. ცენტრალურმა მცველმა მატჩის მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა ვთხოვე, რომ პირველი ტაიმი რამენაირად ჩაემთავრებინა. მისი შეცვლის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა.

"დინამოსთვის" 2:0 კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის, დაკარგული
ჯერ არაფერია!


"დინამოს" ჰქონდა უპირატესობა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შინ თამაშობდნენ და ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა შესაძლოა, ანგარიში 2:0 არ ყოფილიყო - გვქონდა 3 მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება და ახლა ვფიქრობ, როგორი შემადგენლობა დავაყენო უკვე განმეორებით მატჩში.

არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, "დინამოდან" ჩემს გუნდში, სიამოვნებით ვიხილავდი რენე ფერეირას. კიდევ გიორგი ქვილითაია მომეწონა.

წარმოუდგენლად კარგი სტადიონი გაქვთ. სასიამოვნოა აქ თამაში, ბევრი გულშემატკივარი იყო, მაგრამ უფრო მეტმა უნდა აიროს - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგააა?!", - განაცხადა ხაშმანიანმა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
უკვე ეტყობა რომ საქართველოს ჩემპიონატი დაძაბული იქნება წელს განსაკუთრებით დინამო ტორპედო და დინამო სამტრედია საღოლ დინამოს
dato
13 ივლისი 2016 10:22
0
გულშემატკივარი-ს. მეც აბსოლიტურად ვეთანხმები სომეხთა მწვრთნელს ფერეირას შეფასებაში. მართლაც რომ ერთი თავით მაღლა იდგა გუშინ ფერეირა, ნებისმიერ ქართველ დინამოელზე. რა, შენ ასე არ ფიქრობ? რა შუაშია აქ ეროვნება? ქართველი ან ფრანგი ან ზებრელი? კარგით რა!!!!
ბიბი
13 ივლისი 2016 10:13
0
პირველ ტაიმში დინამოს თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბოდიში გამოთქმისათვის, მაგრამ ბატებივით დარბოდნენ. არა პასი, არა ტაქტიკა, არა ფლანგებიდან შეტევა, არა ნახევარდაცვა. მოკლედ.... მეორე ტაიმმა ცოტა დამამშვიდა. გასვლაზე თუ ისე ითამაშებენ, როგორც აქ პირველ ტაიმში, მინიმუმ ორი ბურთი აკიდებული ექნებათ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა რომ პირველი ოფიციალური თამაში იყო ახალი ფეხბურთელებით და ამან გარკვეული გავლენა იქონია თამაშზე. იმედია შეთამაშთებიან. ერტქადერთი ფეხბურთელი, ვინც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ეს რენე სანტოსი იყო. ბრავო მას.
გუგა
13 ივლისი 2016 10:09
0
ყოველ შემთხვევაში ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, ამის შემდეგშიც რაღაც შანსი გვაქვს , დვალიშვილი უფრო აქტიური და პროდუქტიული ყოფილიყო, შედეგი უკეთესი იქნებოდა, 33 ნომერი ფლანგზე არ ვარგოდა, დაცვას არა უშავდა იმიტომ რომ მათი თავდასხმა ფაქტიურად არ არსებობდა, წარმატებები ვუსურვოთ დინამოს
zviadi
13 ივლისი 2016 09:56
0
ტრადიციული სიტუაცია :)))))))
რომ წააგეს ეს ისე რა, აი სტადიონზე ასე ცოტა ხალხი რატომ იყო, ეს "კატასტროფაა" :)))))))))))))
თან საკუთარ გუნდში რენე ფერეირაო, ანუ ქართველი არაო, ფერეირა ჯობდა ნებისმიერ ქართველ დინამოელსო :)))))))))))
რაო აბრაჰამჯან? :))))))))))))))
გულშემატკივარი
13 ივლისი 2016 09:40
0
აბრაჰამ,
როცა ალაშკერტი და დინამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე სტაბილურად ითამაშებენ, მაშინ მოვა ხალხი და გადაიჭედება დინამოს სტადიონი. დღეს კი დინამო არენაზე მოსული გულშემატკივრის რაოდენობა ურიგო არ იყო.
ლუკა
13 ივლისი 2016 08:31
0
ვფიქრობ, მაინც ძალიან გაგვიჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა.
zurab
13 ივლისი 2016 07:28
0
ჩემი აზრით იქ ერთი ქოლის გამტანები ვართ და ეს გადაგვარჩენს
giorgi
13 ივლისი 2016 07:22
0
უფრო მეტი გულშემატკივარი ნამდვილ საფეხბურთო გუნდებთან მივა ახპერჯან
+_*
13 ივლისი 2016 07:19
0
სკამებიც სხვა ფრად უნდა ყოფილიყო შეღებილი,აი ეს რას ბოდიალობს არ ვიცი მარა დინამომ აშკარად დაჩაგრა გამოსარჩევი იყო რენე მაქსიმე 77 ნომერი 7 და 14
vazha
13 ივლისი 2016 00:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული