"ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!

AutoSharing Option
ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა თბილისის "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ერევნელები "დინამოსთან" "დინამო არენაზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა მცველების არ ყოლაა. ცენტრალურმა მცველმა მატჩის მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა ვთხოვე, რომ პირველი ტაიმი რამენაირად ჩაემთავრებინა. მისი შეცვლის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა.

"დინამოსთვის" 2:0 კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის, დაკარგული
ჯერ არაფერია!


"დინამოს" ჰქონდა უპირატესობა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შინ თამაშობდნენ და ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა შესაძლოა, ანგარიში 2:0 არ ყოფილიყო - გვქონდა 3 მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება და ახლა ვფიქრობ, როგორი შემადგენლობა დავაყენო უკვე განმეორებით მატჩში.

არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, "დინამოდან" ჩემს გუნდში, სიამოვნებით ვიხილავდი რენე ფერეირას. კიდევ გიორგი ქვილითაია მომეწონა.

წარმოუდგენლად კარგი სტადიონი გაქვთ. სასიამოვნოა აქ თამაში, ბევრი გულშემატკივარი იყო, მაგრამ უფრო მეტმა უნდა აიროს - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგააა?!", - განაცხადა ხაშმანიანმა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ჯერ ერთი 2 მომენტი გქონდათ მაქსიმუმ ისიც ჩვენი დახმარებით რენეს რომ მოხვდა ბურთი და შემდეგ ძელს,მეორე დინამოსთვის კარგი შედეგი 3:0 თქვენთან))
svani
13 ივლისი 2016 00:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული