ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" ერევანში ფრედ ითამაშა სომხურ "ალაშკერტთან" და ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპისკენ გაიკვალა გზა.

ამ სტადიაზე ჩვენი ჩემპიონის მეტოქე დღეს, 20 ივლისს გაირკვევა ზაგრების (ხორვატია) "დინამოსა" და სკოპიეს (მაკედონია) "ვარდარის" ჯახში. პირველი თამაში ხორვატებს მაკედონიაში 2:1 აქვთ მოგებული და წყვილის უპირობო ფავორიტები არიან...

...მაგრამ ჩვენ ჯერ ერევნის მატჩს მივხედოთ. იმთავითვე ვთქვათ, რომ "დინამომ" აბსოლუტურად დაიმსახურა შემდეგი ეტაპის საგზური. იურაი იარაბეკის შეგირდებმა პირველივე ტაიმში მოათავეს საქმე, როცა მეტოქის კარში ესოდენ სასურველი გოლი გაიტანეს.

გაუსაძლის, 35-გრადუსიან სიცხეში თამაშს არცთუ ბევრი მაყურებელი
დაესწრო. ეს იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა მატჩზე უფასო დასწრება გამოაცხადეს. უნდა აღინიშნოს, რომ "დინამო" მაგრად გაამხნევეს მისმა ქომაგებმა და ამ მხრივ, აშკარად აჯობეს ერევნელ გულშემატკივრებს.

იარაბეკმა თამამი, ორშემტევიანი ტაქტიკა აირჩია, "დინამომ" მოწინააღმდეგეს უმკაცრესი პრესინგი დაუწესა და პირველ ტაიმში დაჯაბნა კიდეც. იყო რამდენიმე საგოლე მომენტი და ამათგან თბილისელებმა მხოლოდ ერთი გამოიყენეს - ლადო დვალიშვილი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და გასწვრივი გადაცემა გააკეთა. თითქოს, ბურთი მეკარის უნდა ყოფილიყო, მაგრამ კასპაროვმა ის ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩნდა ჯაბა ჯიღაური, რომელმაც უპრობლემოდ დააგვირგვინა შეტევა.

ეს მოხდა 22-ე წუთზე. მანამდეც და მერეც პირველ ტაიმში თამაში "დინამოსი" იყო. კარგი მომენტები ჰქონდათ კიტეიშვილს, ქვილითაიას (ორჯერ), ტაიმის ბოლოს გატანა ჭელიძესაც შეეძლო.

პირველი ნახევრის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, როცა ტრიბუნებზე ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ სომხურმა პოლიციამ სიტუაცია მალევე დააშოშმინა...

მართალია, მეორე ტაიმი "ალაშკერტმა" გაცილებით უკეთ ჩაატარა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, "დინამოს" მოგება შეეძლო. ეგ იყო მხოლოდ, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში დასანანი გოლი გავუშვით. მანამდე, ქვილითაიას ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, როცა ხელსაყრელი სიტუაციიდან თავით ურტყამდა, მერე კი იყო გიორგი პაპუნაშვილის უძლიერესი დარტყმა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო სულ ბოლოს ჯიღაურს შეეძლო გატანა, მაგრამ მიზანს ააცილა.

მოკლედ, 1:1 და "დინამო" ძალების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე, მშვიდად, თავდაჯერებითა და კლასის ხარჯზე გავიდა III საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი: "რა თქმა უნდა, მძიმე თამაში იყო. პირველ ტაიმში სრულად ვაკონტროლებდით თამაშის მსვლელობას. გვქონდა სამი აშკარა საგოლე მომენტი. მეორე ტაიმშიც გვქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გავიტანეთ... მადლობა ბიჭებს! ჩვენ გადავწყვიტეთ ამოცანა და გავედით შემდგომ ეტაპზე...

რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ტრავმირებული შპიჩიჩის არყოფნაში, ვფიქრობდი, ამ პოზიციაზე თევზაძე დამეყენებინა თუ ჭელიძე. გავითვალისწინე ის, რომ მეტოქე ძალიან სახიფათოა სტანდარტული სიტუაციებისას და ჭელიძის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. თევზაძე კარგი ფეხბურთელია და მას შანსი აუცილებლად მიეცემა...

ამაღამ მივფრინავ ზაგრებში, სადაც "დინამოსა" და "ვარდარის" საპასუხო შეხვედრას დავესწრები. ზაგრების "დინამო" კარგი გუნდია. მისი ფეხბურთელების საერთო ფასი 75 მილიონს აღწევს, თუმცა ყველა თამაში 0:0-დან იწყება...

ზაგრების "დინამო" ფავორიტია და ეს ჩვენთვის კარგია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი მომავალშიც გავახაროთ".

ალეკო ამისულაშვილი: "შეგვეძლო დღევანდელი თამაშის მოგებაც, მაგრამ საბოლოო შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ზაგრების "დინამოს" ფავორიტობას, არც "მეორე ნომრად" თამაშია პრობლემა, თუ ეს საჭირო გახდება... მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გვერდით გვედგა".

ლადო დვალიშვილი: "ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შედეგს, სადაც ჩვენი მეტოქე გაირკვევა. ალბათ, ეს ზაგრების "დინამო" იქნება. მონდომებისა და თავდადების ხარჯზე, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი".

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
19.07. ერევანი. "ვაზგენ სარქსიანი". 3 000 მაყურებელი
ალაშკერტი-დინამო 1:1 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 0:1 ჯიღაური (22), 1:1 გოზალიანი (51)
ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტაშიჩი, მურადიანი, დაშიანი (76. ღაზარიანი), ი. კვეკვესკირი, არტაკ იედიგარიანი, მინასიანი, არტურ იედიგარიანი (65. მელქონიანი), გრიგორიანი (84. ვერონიანი), გოზალიანი.
სათადარიგოები: ბეგლარიანი, პოღოსიანი, ჰოვსეპიანი, სავინი
მწვრთნელი: აბრამ ხაშმანიანი
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (68. პაპუნაშვილი), ჭანტურიშვილი (84. კურიე), დვალიშვილი, ქვილითაია (62. ცინცაძე).
სათადარიგოები: ლომაია, გელაშვილი, ალვარო, თევზაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: ამისულაშვილი (51), გრიგორიანი (58), ი. კვეკვესკირი (70)
არბიტრი: მოჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)

იხილეთ სხვა მატჩების შედეგები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
მართა;ია ამათ კლასით ვაჯობეთ. ზაგრებთან უნდა ვიომოთ. მწვრთნელს კიდე არავინ ცვლის შუა მდინარეში
gio
20 ივლისი 2016 13:49
0
დინამო მაღლა იდგა ალაშკერტზე კლასით ითამაშეს იმდენი რამდენივ საჭიროა/ შანსი არ მისცეს მეტპქეს. რაც შეეხება ზაგრების დინამოს ობიექტურად ძლიერია ჩვენზე და რატო არ უნდა იყოს, როცა ხორვატიის მაკრების მეკარე ყავს პიაცა ყავს როგი ყავს. და მაინც შანსი არის
tbiliseli
20 ივლისი 2016 13:45
0
ras nishnavs mshvidad da dzalebis dazogvit?anu dzalebi rom ar daezogat moigebdnen e.i tanxas mets miigebdnen.hoda ketili inebet da chamoacherit eg tanxa biujetidan...
gocha123
20 ივლისი 2016 13:21
0
იარბეკის არიყოსთქო დინამოს თამაშში კლასი სად დაინახათქო ეს დავცერე და არა ............................. რატო სახელებს არ წერთ, წერტილები არ დამიწერია.........
dato - რეალობა
20 ივლისი 2016 13:18
0
.............. არ იყოს, სად დაინახა დინამოს ტამაშში კლასი ? ნორმალური არც პასები არც კომბინაციები და გუნდური თამაშის ნატამალი არ იყო.... ეტყობა სხვა თამაშს უყურა :-) მწვრთნელია შესაცვლელი სასცრაფოდ ! მერამდენე კომენტარი უნდა დამიბკლოკოთ თ.....................
dato - რეალობა
20 ივლისი 2016 13:04
0
შედეგი რათქმაუნდა მისაღებია, თუმცა გამოჩნდა რომ ეს ეტაპი მაქსიმუმია იმის, რისი მიღწევაც ამ დინამოს შეუძლია. რათქმაუნდა გულით და სულით ვუსურვებ წსრმატებას ზაგრებთან, მაგრამ არამგონია რამეს მიაღწიონ ამ კლასით და ამ ტემპით. რატომ ყიდულობს ფიფია ამ არაფრისმთქმელ ფეხბურთელებს? ერთადერთი ჩისკო ყავდა წლების წინ ვისი ნახვაც ღირდა მოედანზე. თუ შედეგი გინდა ზაგრების დონის გუნდთან, მინიმუმ 4-5 "ჩისკო"-ა საჭირო. პაპუნაშვილს მეტი დრო მიეცით. კაი ბიჭია
Geo
20 ივლისი 2016 12:32
0
გუშინდელი მატჩი ისე ითამაშეს როგორც უნდა ეთამაშათ. გაიტანეს გოლი და მერე ბურთის გორებას მიყვნენ 35 გრადუს სიცხეში. თავის მოკვლა არ იყო საჭირო. მთავარია თავში არ აუვარდეთ. ეს ალაშკერტი კლასის საზომად აშკარად არ გამოდგება. რანი ვართ ამას ზაგრებთან თამაში გვიჩვენებს. ისე საინტერესოა ახლა რას ფიქრობს კარენა პენალტების სერიაში ალაშკერტი რომ გაყავდა შემდეგ ეტაპზე. კარენ ჯან სადა ხარ გვითხარი რამე!
miriani
20 ივლისი 2016 12:22
0
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა დინამოს რო დასჭირვეობდა 3-4 ბურთის სხვაობით მოუგებდა ალაშკერტს. იმედია მეორე ტამში ბიჭებმა უბრალოდ აღარ მოინდომეს და აღარ ითამაშეს თორე ასეთი მეორე ტაიმი არ გვეკადრებოდა. ასე ზაგრებთან უბრალოდ უშანსოდ ვიქნებით. პირველი ტაიმი მართლაც გავდა საშუალო ევროპული გუნდის თამაშს რომელსაც მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეუძლიათ. იმედია პირველივე თამაშში არ დავკარგავტ შანსებს.
გივია
20 ივლისი 2016 12:11
0
სასწრაფოდ! გვჭირდება მეკარე მაღალი კლასის ეს მეკარე რისი მაქნისია კარგაD გამოჩნდა.. იქნებ ლომაიას მისცეს შანსი ან მოიწვიოს თუნდაც კვასხვაძე, ერთი ცენტრ-ფორვარდი და ერთი ჩამშლელიც გვჭირდება, იმედია ხალხის ხმას გაიგებენ და აზრს გაითვალისწინებენ.. მეკარე პირველ რიგშიი და თავდამსხმელი.
c
20 ივლისი 2016 12:09
0
Aqac aralearuli daskvnebi ra shansi ris ligaze moxvedra amoavsebs zagrebi da tundac vardari dinamos geyot geyot tvalebshi nacris seyra an am pipias ... arshemdgar pexburtelebs rom yidulobs waakitxet vinmem dzmurad es gasayrelia 90%fexburtelebis gundidan azrze ar arian rqven ra ggoniat .... arian evropashi da msoolioshi tundac chinelebi miluonebs rom ixdian pexburtelebshi uaghresad rtuli da dzneli tamashia moitxovs udides inteleqts talants shromismoyvareobas da yvelapris gacemas da kide umtavresi discuplinas da rezhims rac qartvel fexburtelebis99%ar aaqvs
kaxa
20 ივლისი 2016 11:45
0

სიახლეები პოპულარული