თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამო" იქნება.

ხორვატებმა მაკედონიური "ვარდარი" განმეორებით მატჩში 3:2, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი ანგარიშით 5:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 26 ივლისს, ზაგრებში გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი საქართველოს დედაქალაქში - 2 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ნ-ს მსაჯები გაწირავენ კი არა ტოროლა,ამოგტენიან და გამოგიშვებენ აქეტ, აქაც იგივეს გაიმეორებენ...
999
21 ივლისი 2016 10:57
0
ძალიან მიკვირს: რატომაა, რომ საქართველოში რაგბი მწვერვალებს იპყრობს და ფეხბურთი სულს ღაფავს.ფეხბურთში 100-ზე მეტი გუნდია,რაგბიში კი 20-ზე ნაკლები. არ მგონია ეს სპეციალისტების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.
zurabi
21 ივლისი 2016 10:47
0
წარმატებები დინამოს , მესამე ეტაპზე.
შანსი 25/75 ზე არის, ადრე 15/85 იყო მაგრამ ხორვატებმა პჯაცა დაკარგეს, იტალიაში გადავიდა,ამიტომ ჩვენების შანსებიც ცოტა გაიზარდა.
ისე კი ყველაზე წამგებიანი კლუბი საქართველოს ისტორიაში არის სწორედ თბილისი დინამო, რაც ამ კლუბში ფულებია ჩაყრილი და ევროსარბიელებზე ხეირია არანირი,მხოლოდ ერთჯერ ჯგუფურზე გასვლა და იქაც ჩაფლავება.
ეს რაღაც მანიაა ფულის ისეთ საქმეში ხარჯვა რასაც არც ჰქონდა,არც აქვს და არც ექნება უკუგება სანამ ქართულ ფეხბურთს იდიოტები მართავენ და წველიან, მხოლოდ თავისი ჯიბისათვის ხეირობენ.
Guadua
21 ივლისი 2016 10:46
0
მე მჯერა დინამოსი, მე მჯერა ბიჭების მონდომების, წელს მინიმუმ ევროპალიგაზე გავალთ.
გიო
21 ივლისი 2016 10:38
0
სწორი თამაშით ყველაფერი შესაძლებელია, შანსები 60-40, წარმატებები ბიჭებო, გაგვახარეთ, გამოაფხიზლეთ ცოტა ქართული ფეხბურთი, მე ნამდვილად მაქვს იმედი.
გოგა
21 ივლისი 2016 10:28
0
ისე ჩვენი დინამო ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპის გუნდებიდან თითქმის ყველაზე სუსტია მაგრამ ჭკვიანური თამაშის შემთხვევაში გასვლა შეიძლება.
კახა
21 ივლისი 2016 10:27
0
თბილისის ,,დინამოს" უმთავრესი ნაკლი მუდამ არასაკმარისი ფიზიკური მომზადება იყო;როცა წარუმატებელობის პერიოდი დადგებოდა-გუნდი ფსიქოლოგიურადაც მალე ვარდებოდა დეპრესიაში და გამოსვლა ძალიან გვიჭირდა ხოლმე.დღევანდელი ფეხბურთი მაღალ სიჩქარეებზეა დაფუძნებული და ამ ფაქტორებს ჩვენებმა უნდა მიხედონ დროზე.ახალკაცის გუნდი ამის ნათელი დადასტურებაა.ტალანტები კი გვყავდნენ და გვეყოლებიან მომავალშიც.დიდი ფული იდება ფეხბურთში და უამისოდ დიდი გუნდის შექმნაზე ოცნებაც კი ძნელია.ბიჭები რაგბისტებივით თუ დადებენ თავს-შედეგი გვექნება აუცილებლად.წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო;თქვენ ეს შეგიძლიათ.
გიორგი
21 ივლისი 2016 10:21
0
ყველამ ერთად წარმატებები ვუსურვოთ თბილისის დინმოს და ქართულ ფეხბურთს
ვეტერანი
21 ივლისი 2016 10:16
0
ფავორიტები არ ვართ , მაგრამ ძალიან რეალური შანსი გვაქვს გასვლის.
ფერნანდო
21 ივლისი 2016 10:14
0
რომა! რა პრობლემა მაქვს ერთი ამიხსენი და მეორეც ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ დიდი ალბათობით გამოვარდება სამწუხაროდ)
და რამე შეკითხვას თუ დასვავს ადამიანი ან არ იცის პრობლემაა ))
გონება გახსნილო ?!
ika
21 ივლისი 2016 10:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული