"დინამოს" ფან-კლუბ "ელიტის" განცხადება ფეხბურთელებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფან-კლუბი "ელიტა - დინამო თბილისი" 2 აგვისტოს "დინამო არენაზე" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფან-კლუბმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფეხბურთელებთან მომხდარი შელაპარაკების შესახებ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სხვადასხვა გვერდზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩვენსა და "დინამოს" ფეხბურთელებს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ ვიდეოებზე კომენტარები კი ყოველგვარ რეალობას სცილდება და მარაზმში გადადის. "დინამო ზაგრებთან" წაგება არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ პირველ მატჩში, ზაგრებში, "ელიტის" ორი წევრი იყო ჩასული. ბიჭებმა საზაფხულო დანაზოგები დახარჯეს, ბოლო თეთრები გაიმეტეს და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ძალიან გრძელი
გზა გაიარეს. მატჩის შემდეგ კი სტუმართა სექტორზე, სადაც "ელიტის" წევრები იდგნენ ბანერებით, ჭანტურიშვილის გარდა, არავინ მივიდა. იგივე სიტუაცია მეორდებოდა დღეს "დინამოს" სტადიონზეც. 3-4 კაცი მოვიდა ჩვენს სექტორთან ახლოს. დანარჩენები კი გასახდელში გარბოდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოსულიყო სექტორთან. მათი მოსვლის შემდეგ კი მარტივად ავუხსენით ზაგრებში მომხდარი სიტუაცია. ჭანტურიშვილმა ჩვენი პატივისცემის ნიშნად ერთ-ერთი ფირმის მაისური მიიღო საჩუქრად. ''თქვენ არ ხართ დინამო'' კი მხოლოდ ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იწყინა და ჩვენ ამას ვაფასებთ. იმედია, შეცდომას გამოასწორებენ და "დინამოს" პრესტიჟს დაიცავენ.

p.s. შელაპარაკების დროს, როგორც შემდეგ გავიგეთ, იყო პირადული შეურაცხყოფა ფეხბურთელების მიმართ, რამდენიმე "მალალეტკის" მხრიდან. ისინი პანღურებით აორთქლდნენ ტრიბუნიდან და ვეღარასდროს დადგებიან ჩვენ გვერდით.

ასე რომ, შეეშვით ამ უაზრო კომენტარებს და ეროვნულ ჩემპიონატზე დაიწყეთ სიარული. გაგიკვირდებათ და ჩვენ იმ დროსაც იქ ვართ".

იხილეთ ფან-კლუბ "ელიტის" მიერ გავრცელებული ვიდეო
Sportall.Ge

- "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს ფანების ნაწილთან შელაპარაკება მოუვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 26 /
მართლები არიან ეს ბიჭები. განა რას ითხოვენ, საათნახევარი გაუჩერებლად რომ გგულშემატკივრობს ფანკლუბი, მთელი გუნდი ვალდებულია მივიდეს ფანკლუბის სექტორთან და მადლობა გადაუხადოს. პირველ რიგში ამას მწვრთნელი და კაპიტანი უნდა აკეთებდნენ. იარაბეკი ეტყობა ვერ ხვდება ან ჰკიდია ეგ ამბავი. მაშინ ფიფიამ უნდა დაავალოს.
ფანკლუბის ბიჭებო ვიზიარებ თქვენს პროტესტს.. წინ დინამო თბილისი!!
Georgian
13:32 04-08-2016
0
"დინამო" საუკეთესო წლებშიც კი, როდესაც ფეხბურთის მატჩი დღესასწაული იყო, ყველა არაზუსტი პასის ან კარისთვის აცილებული ბურთის ან წაგებული ორთაბრძოლის შემთხვევაში სტადიონზე, პროტესტის ნიშნად, ისეთი სტვენა ატყდებოდა, რომ შეცდომის დამშვები ფეხბურთელი მაშინვე ცდილობდა შეცდომის გამოსწორებას. "ამათაც" ვაგრძნობინოთ შეცდომას რომ უშვებენ და თავისი შეცდომის გამოსწორება ვაიძულოთ!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09:52 04-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული