ფან-კლუბმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფეხბურთელებთან მომხდარი შელაპარაკების შესახებ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სხვადასხვა გვერდზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩვენსა და "დინამოს" ფეხბურთელებს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ ვიდეოებზე კომენტარები კი ყოველგვარ რეალობას სცილდება და მარაზმში გადადის. "დინამო ზაგრებთან" წაგება არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ პირველ მატჩში, ზაგრებში, "ელიტის" ორი წევრი იყო ჩასული. ბიჭებმა საზაფხულო დანაზოგები დახარჯეს, ბოლო თეთრები გაიმეტეს და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ძალიან გრძელი
p.s. შელაპარაკების დროს, როგორც შემდეგ გავიგეთ, იყო პირადული შეურაცხყოფა ფეხბურთელების მიმართ, რამდენიმე "მალალეტკის" მხრიდან. ისინი პანღურებით აორთქლდნენ ტრიბუნიდან და ვეღარასდროს დადგებიან ჩვენ გვერდით.
ასე რომ, შეეშვით ამ უაზრო კომენტარებს და ეროვნულ ჩემპიონატზე დაიწყეთ სიარული. გაგიკვირდებათ და ჩვენ იმ დროსაც იქ ვართ".
- "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს ფანების ნაწილთან შელაპარაკება მოუვიდა [VIDEO]