"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს საქართველოს დედაქალაქში "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრება, რომელიც "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

გროზნი მოლაპარაკებებს გამართავს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან, თუმცა ამ მომენტისთვის მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა გადაწყვეტილი არ არის.

60 წლის უკრაინელი მწვრთნელი ბოლოს უკრაინულ "ჰოვერლას" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ხელმძღვანელობდა "ნივას", "დნიპროს", "სპარტაკს", "ლევსკის", კიევის "არსენალს", ზაპოროჟიეს "მეტალურგს", "ტერეკსა" და "ტობოლს".

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა
განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
პატივცემულო "svani". სულ ცოტა ის მაინც უნდა იცოდე, რომ საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი ჩივაძის მწვრთვნელობის დროს ჰქონდა. U21 ნაკრებიც არ თამაშობდა ურიგოდ და თამაშებიც მოიგო. გუცაევის მწვრთნელობის დროს კი U21 ნაკრები ყველასთან ტოლ-სწორად თამაშობდა. "დინამოში" ნამდვილად არიან ნიჭიერი ახალგაზრდები და მათ ყველაზე მეტად გამოცდილი საამაყო ვეტერანების დარიგება და გაწვრთვნა წაადგებათ. მინდორზე სამუშაოდ კი, ახალგაზრდა თანაშემწეები, რომელთაც ჩივაძე-გუცაევი თავად შეარჩევენ.
tngh
13:19 19-10-2016
0
რა გაახურე ფიფია ამ უაზრო კანდიდატებით საქმე. მწვრთნელი კი არა პირველ რიგში ნორმალური სკაუტები მოიძიე, კაგავა 300 ათას ევროდ იყიდა დორტმუნდმა და 15 მილიონად გაყიდა, ასეთი მაგალითები უამრავია, ფეხბურთელები შეიძინეთ ნორმალური და შესაბამისი კონტრაქტები გაუფორმეთ, გეგმა დაისახეთ და იმ გეგმას მიჰყევით, რა გახდა ლიგაზე გასვლა. ზაგრებმა უშანსოდ მოგვიგო და ლიგაზე რა? 0 ქულა.
bavaria
13:37 19-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული