- სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია... სფფ-მ "ზუგდიდს" ვადა მისცა
- რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია
როგორც "ზუგდიდის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, ამ დავალიანების გამო შესაძლებელია კლუბმა ვერ გაიაროს ლიცენზირება, რის შედეგადაც მათ აეკრძალებათ პრო 2-ში თამაში.
"კლუბს ჩვენს მიმართ
როგორც გიგა ბეჭვაიამ აღნიშნა, იყო შემოთავაზება, რომ ნახევარი თვის ხელფასი ჩაერიცხებოდათ დეკემბრის ბოლომდე, რაზეც მათ უარი თქვეს.
"უარი ვთქვით, რადგან ფაქტობრივად კაპიკი არ აგვიღია 3 თვის განმავლობაში. ეს არის ალბათ თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩერო", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.
მისივე თქმით, ფეხბურთელების მოთხოვნა იყო, რომ თვენახევრის ხელფასი მაინც მიეცათ დეკემბრის ბოლომდე და დარჩენილი 2 თვის დავალიანება კი მომდევნო თვეებში დაფარულიყო, რაზეც კლუბისგან უარი მიიღეს.
ფეხბურთელების თქმით, არ იციან კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ ერიცხებათ მათ 3 თვის ხელფასი, სავარაუდოდ კი, კლუბში ფული არ არის. თუმცა გიგა ბეჭვაიას განცხადებით, 600 000 ლარი გარდამავალ ჩემპიონატში გუნდმა მიიღო, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.
"ზუგდიდის" ფეხბურთელების ინტერესებს იცავს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. როგორც მუჯირმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას მოლაპარაკება ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მისი თქმით, ის შეხვდა ზუგდიდის მერს, რა დროსაც მერმა შესთავაზა, რომ დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასს მიიღებდნენ ფეხბურთელები.
"შეთავაზება მივიღე, რომ დეკემბრის ბოლომდე დაიფარებოდა სექტემბრის ნახევარი ხელფასი და დანარჩენი გადანაწილდებოდა თებერვლის ბოლოს. დეკემბრის ხელფასის პატიება სთხოვა ფეხბურთელებს, ანუ ფეხბურთელები დეკემბრის ხელფასს ვერ აიღებდნენ", - განაცხადა ჯაბა მუჯირმა.
მისი თქმით, საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელების გვერდით დგას.
ჯაბა მუჯირმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზუგდიდის ფეხბურთელებს საცხოვრებელი პირობები ცუდი აქვთ. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელებს დავალიანების გამო არ ჰქონდათ გაზი და ელექტროენერგია. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ფეხბურთელებს საჩუქრის სახით სოსისები გადასცა, ფეხბურთელმა კი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"