ლევან კობიაშვილი და რივალდო "ოლიმპიაშტადიონზე" ერთად ითამაშებენ

AutoSharing Option
გაირკვა, რომ 25 მარტს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ერთად ითამაშებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რივალდო.

ეს იქნება ბრაზილიელი ნახევარმცველის, მარსელინიოს გამოსათხოვარი მატჩი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც თავის დროზე მარსელინიოსთან ერთად ითამაშეს "ჰერტაში"; ასევე, ბრაზილიელი ფეხბურთელის თანამემამულეები და მეგობრები სხვა ქვეყნებიდან.

რივალდო, ევინ კურანი, ნალდო, ლინკოლნი, დედე, ჟორჟინიო, გრაფიტე, სარპეი - ეს და სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ მარსელინიოს მეგობართა გუნდში. ბოატენგი, ბენ-ჰატირა, ბაშთურქი, რამელოვი, დარდაი, სვერისონი, რემერი, ფრიდრიხი, ბობიჩი, ვან ბურიკი და სხვები დაიცავენ "ჰერტას" ღირსებას.

მარსელინიო ახლა 41 წლისაა. 2001-06 წლებში ის "ჰერტას" ერთ-ერთი ლიდერი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევანს ზესტა-.სთვის სცალია ეხლა,კაცი პარლამენტარი გახდა!
gurulo
13:04 19-12-2016
0
ლევან, წასვლამდე ზესტა დააბრუნე უმაღლესში.
სდელალ ძელა - გულიაი სმელა!
sakavrieli
11:16 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული