ის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩი მარტვილში ტარდება, ცხადია, შემთხვევითი არ არის - ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ტურნირების რეგიონებში გადატანა გადაწყვიტა...
მარტვილელთა სამზადისზე "მერანის" დირექტორი ელდარ ბაკურია გველაპარაკა.
"მატჩისთვის მზადება გადაწყვეტილების მიღებისთანავე დავიწყეთ. 10 დღეა, რაც მუშაობა დილით იწყება და ღამის 11 საათზე მთავრდება. მატჩისთვის საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ, რათა მარტვილი და "მერანი" არ შერცხვნენ.
"მერანის" ფინანსებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკით
მართალია, არენა მხოლოდ 1800 მაყურებელს იტევს, მაგრამ ქუთაისიც ახლოსაა, სამტრედიაც... ვიცით, რომ ორივე გუნდის საქომაგოდ ბევრი მაყურებელი მოდის და არ ვიცი, ამდენი მსურველი სად დაეტევა. მხოლოდ ის ვიცი, რომ სტადიონის ტერიტორია გადავსებული იქნება.
გვსურს, თამაშზე ჩამოსული გუნდები და გულშემატკივრები მაქსიმალურად კმაყოფილები დარჩნენ", - ამბობს ბაკურია.
22 ნოემბერს ზესტაფონში ეროვნული თასის ბოლო ფინალი გაიმართა და კარგად შეფუთულმა ტელერეპორტაჟმა მაყურებლები სასიამოვნოდ გააოცა. სფფ ძალისხმევას არც ახლა დააკლებს, რათა რეპორტაჟი მაქსიმალურად ყურებადი იყოს:
"საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა მატჩის ვიდეორეპორტაჟი ხარისხიანი გამოვიდეს. საამისოდ, სატელევიზიო კამერებისთვის 3 ახალი ჯიხური გავაკეთეთ, სადაც ოპერატორები კომფორტულ გარემოში იმუშავებენ. ხედი კი, ისევე, როგორც ზესტაფონში, ტრიბუნა იქნება და არა მოშიშვლებული ფერდობი.
ეს ჯიხურები ერთჯერადი არ არის, შემდეგშიც დაგვჭირდება. 2 კამერა კუთხურის ხაზის გასწვრივ განლაგდება, ერთიც - მოედნის ცენტრში. ასეთი მატჩები სტადიონის მოწესრიგების კარგი საშუალებაა და ვეცდებით, სამუშაოები 26 თებერვლის შემდეგაც გავაგრძელოთ".
მატჩის მონაწილე ორივე გუნდი თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" ორი დღით დაასვენა და მზადებას დღეს განაახლებს. ხოლო სამტრედიელები თურქეთის შემდეგ თბილისში შეიკრიბნენ და რამდენიმე დღე დედაქალაქში ვარჯიშობდნენ. გუშინ ჩემპიონი სამტრედიაში დაბრუნდა და მზადება ადგილზე გააგრძელა.
აქვე გეტყვით, რომ სუპერთასის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "TV პირველი" გადასცემს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუკი წარღვნა და დიდი წვიმა არ იქნა,ყველამ იცის რომ ამ სტადიონზე თვით მარტვილელებიც კი ვერ დაეტევიან რომ არაფერი ვთქვათ სამტრედიელებსა და ქუთაისლებზე.
სფფ-მ კარგად იცის რომ ქუთაისი და სამტრედია ისედაც პრინციპიალური მეტოქეები არიან და თანაც ასეთ რანგში პირველად ხვდებიან ერთმანეთს. ყველა მსურველს არათუ ზესტაფონის, არამედ ტორეპდოს სტადიონიც კი ვერ დაიტევდა. ახლა ბუნებრივია ყველას ესმის რომ იქ ადგილი არ იქნება, სადგომად საერთოდ მოუხერხებელია ( სამტრედიაში სადგომად 3000 ზე მეტს იტევს)ასე რომ, არც გამიკვირდება რომ მხოლოდ ტრიბუნები შეივსოს და სხვები სახლში დარჩნენ ,იქ ტელევიზორს უყურონ.
ეს არის სფფ-ს არამზადების მიერ ქართულ ფეხბურთზე ზურგში დარტყმული კიდევ ერთი ლახვარი.
ფეხბურთის მკვლელები.