საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!

AutoSharing Option
25 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა და გაირკვა შემდეგ ეტაპზე გასული ოთხი გუნდის ვინაობა. საჩხერის "ჩიხურასა" და გორის "დილასთან" ერთად, ბარიერი ქვედალიგელმა "რუსთავმა" და ხონის "იმერეთმაც" დაძლიეს.

დღის მთავარი ამბავი სწორედ ლიგა 3-ის წარმომადგენლის 1/4-ფინალში გასვლაა - ხონის "იმერეთმა" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგო - 1:0.

ასევე მინიმალური ანგარიშით, "დილამ" საკუთარ მოედანზე "კოლხეთს" აჯობა, ხოლო "ჩიხურამ" მცხეთაში გამართულ შეხვედრაში მხოლოდ ბოლო ათ წუთში შეძლო ქვედალიგელი "გაგრას" გატეხვა - 2:0.

დაძაბული გამოვიდა შეხვედრა რუსთავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "ზუგდიდი" მიიღო. მასპინძელთა რიგებში დუბლით ბესიკ ჩიმაკაძე გამოირჩა, სტუმართაგან - ცოტნე სამუშია, საბოლოოდ გამარჯვება კი მაინც "რუსთავს" დარჩა - 3:2.

საქართველოს თასის კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა 26 აპრილს გასამართ მატჩებში გაირკვევა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი
25 აპრილი
ხონი, ცენტრალური სტადიონი
იმერეთი-სიონი 1:0
გოლი: 1:0 ირაკლი ჭანკვეტაძე (90).

რუსთავი, "ფოლადი"
რუსთავი-ზუგდიდი 3:2
გოლები: 0:1 ცოტნე სამუშია (6), 1:1 ბესიკ ჩიმაკაძე (44), 2:1 ირაკლი გოგინაშვილი (45), 2:2 ცოტნე სამუშია (61), 3:2 ბესიკ ჩიმაკაძე (84).

მცხეთა, "მცხეთა პარკი"
გაგრა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 ნიკოლოზ გელაშვილი (83), 0:2 ლევან კაკუბავა (86).

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ლეანდრო რიბეირო (პენ. 34).

26 აპრილი
მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა". 16:00
სამგურალი-დინამო თბ
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ი. კვირიკაშვილი
დისკვალიფიკაცია: გაგა ჩხეტიანი (სამგურალი)

დუშეთი, სპორტ-კომპლექსის სტადიონი. 16:00
შევარდენი 1906-გურია
მსაჯები: გ. ავაზაშვილი, ი. მაჩიტიძე, დ. კურტანიძე, თ. ხუბულური

ქუთაისი, "რამაზ შენგელია". 20:00
ტორპედო-სამტრედია
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. სანოძე

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00
ფკ გორი-ნორჩი დინამო
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ახვლედიანი, ბ. ჟვანია, დ. ხარიტონაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცნობილი ქართული ფილმის ვერსიით მიყავს ზივ არიეს დილა, უძინართა მზეში გელა ბენდელიანი იგონებდა კიბოს წამალს და რო მოკვდა პრინციპიც მერე იპოვეს პელეს გადარჩენით..ამ შემთხვევაში სიკვდილისთვის არგავიმეტებთ ზივ არიეს მარა დილას რო მოშოდეს მაგისთვის კი გავიმეტებთ..პრინციპიც ნაპოვნი იქნება.
დილა გორი
08:17 26-04-2017
0
მოკლედ მუმლაცე სადაც მივა ის გუნდი ტამას ვერ იგებს,,მიკვირს დამხმარედაც რატომ იცახებენ გუნდსი,,ქუტაისიდან გამოიქცა ვერცერტი ტამასი ვერ მოიგო,,ზუგდიდიდან სამარცხვინო სედეგიტ გაუსვეს..
jiji
10:33 26-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული