ქობულეთში "შუქურა" და თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
18 ნოემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალის პირველი რაუნდის ბოლო მატჩი გაიმართა.

ქობულეთში, "ჩელე-არენაზე" ადგილობრივმა "შუქურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ამ წყვილში ყველაფერს ერთი კვირის შემდეგ თბილისში გასამართი საპასუხო შეხვედრა გაარკვევს.

აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მატჩის საწყის ოც წუთში გავიდა. ანგარიში დინამოელებმა გახსნეს - მე-8 წუთზე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი ჩირგაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ქობულეთელებმა მალევე გაათანაბრეს - მე-19 წუთზე ზვიად მეტრეველმა წონასწორობა აღადგინა, დარჩენილ ტაიმნახევარში კი გოლი აღარ გასულა.

საპასუხო შეხვედრა "დინამო
არენაზე" 26 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ტაიმში ქობულეთი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა და რამოდენიმე სახიფათო მომენტიც ქონდათ.
დინამომ კი მეორე ნახევარში ვერაფერი საინტერესო ვერ შექმნა.
ფერნანდო
17:53 18-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული