09.03. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-დილა
პირველი მატჩი 0:0
დისკვალიფიკაცია: ლაშა პარუნაშვილი (დინამო)
LIVE მეორე არხზე
დინამო (თბ)-დილა
პირველი მატჩი 0:0
დისკვალიფიკაცია: ლაშა პარუნაშვილი (დინამო)
LIVE მეორე არხზე
სათასო წილისყრამ ასე ინება - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი, ორი მთავარი ფავორიტი, თასის გათამაშების მეოთხედფინალში გადაჰყარა ერთმანეთს.
პირველი შეხვედრის შედეგი, თითქოს, "დინამოს" წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა, ცხადია, "დინამო არენაზე" დიდი ბრძოლა იქნება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დისკვალიფიკაციის გამო ლაშა პარუნაშვილს
"დინამომ" საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "ზესტაფონს" მოუგო (3:2), ხოლო "დილამ" დაუგეგმავი მარცხი (0:1) იწვნია ბათუმის "დინამოსთან" გასვლით შეხვედრაში.
ერთმანეთის წინააღმდეგ ორი გამორჩეული ახალგაზრდა მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი და კახა გოგიჩაიშვილი წარდგება.
09.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 14:30
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი
პირველი მატჩი 5:4
დისკვალიფიკაცია: ვალიკო გახარია (ვიტ ჯორჯია)
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი
პირველი მატჩი 5:4
დისკვალიფიკაცია: ვალიკო გახარია (ვიტ ჯორჯია)
ბოლო დღეებია, ეს გუნდები ლამის მხოლოდ ერთმანეთს ეთამაშებიან. თუ პირველ, სათასო პაექრობაში "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად იმარჯვა, მეორე, ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში 3 ქულა უკვე "ცხინვალს" დარჩა.
ცხადია, კახა კაჭარავას შეგირდები ყველა ღონეს იხმარენ საიმისოდ, რათა პირველ მატჩში წაგების მიუხედავად, საბოლოოდ დუელში გამარჯვებულნი ისინი გამოვიდნენ.
რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", ზურაბ ბერიძის გუნდი, სათასო ბატალიების პარალელურად, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლადაც გააფთრებით იბრძვის.
საფიქრებელია, რომ ბოლო დროს არცთუ თანაბრად მოასპარეზე "ჩიხურა" ხასიათს საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გასვლით გამოიკეთებს.
"მეტალურგზე" წერისას ხომ უფრო იმის შიში გვაქვს, გავა თუ არა გუნდი... მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად? "ჩიხურას" კი მეტოქეზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და ამავე დროს, არც ფინანსური პრობლემები აწუხებს.
მოკლედ, ამ მატჩში ფავორიტად სოსო ფრუიძის გუნდი მიგვაჩნია.
09.03. ქუთაისი. ცენტრალური სტადიონი. 16:00
ტორპედო-სამტრედია
პირველი მატჩი 1:2
დისკვალიფიკაცია: თენგიზ ჩიკვილაძე (ტორპედო)
ამ გუნდებს შორის ოდინდელი მეტოქეობაა. იმერული დერბი ყოველთვის დაძაბულია და წარმოიდგინეთ, რამხელა იქნება მატჩის "გრადუსი" ამჯერად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს შეხვედრა ხომ ქუთათურთა ევროასპარეზზე გასვლის უკანასკნელი შანსია.
ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად არიან საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ბევრისშემძლე ფეხბურთელები, ქუთაისის მთავარ სპორტულ არენაზე კი ბევრ ქომაგს ველით.
საინტერესო უნდა იყოს გიორგი დარასელიასა და ზაზა ზამთარაძის სამწვრთნელო დუელის ხილვაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"