დინამო (თბ)-დილა 1:0 - ემოციები, პრეტენზიები... [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველის დარად, საპასუხო მატჩიც დაძაბული გამოდგა. რამდენიმე ეპიზოდში კი მხარეებმა ემოციები ვერ მოთოკეს, თან "დილას" ფეხბურთელები არბიტრ ჯენერი ხორავას გადაწყვეტილებებსაც აპროტესტებდნენ. ამის გამო უკვე საფინალო სასტვენის შემდეგ გორელთა კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ (რომელმაც, ეტყობა, მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა) წითელი ბარათიც იხილა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მივყვეთ თავიდან. მეტოქეები ერთმანეთს სივრცეებს უზღუდავდნენ და მჭიდროდ, ხშირად კი უჩვეულოდ ხისტადაც თამაშობდნენ. არბიტრის მიმართ პრეტენზია დინამოელებმაც გამოთქვეს, როცა მე-3 წუთზე თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გორელთა საჯარიმოში კვახაძესთან ორთაბრძოლისას წაიქცა. "დინამო" პენალტს ითხოვდა, მაგრამ ხორავამ წესის
დარღვევა არ დააფიქსირა.

მე-10 წუთზე თბილისელთა კარს ნიკა კვეკვესკირი დაემუქრა, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკამ ბურთი ნახტომში მოიგერია.

ოთხ წუთში "დილას" ანგარიშის გახნის რეალური შანსიც გაუჩნდა, როცა მიხაილ გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა.

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფლანგზე კიტეიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და მანუელი მოძებნა, ამან კი შეტევა მარჯვენა ფლანგზე ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა; შეტევის ბოლო ფაზაში კი იყოჩაღა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც ჭანტურიშვილის პასს საჯარიმოში შეჰყვა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

ტაიმის მიწურულს შტეფან ბუკორაცმა ლაშა გვალია წააქცია და მეტოქეები წაკინკლავდნენ. მართალია, ვნებები მალევე ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა - არასასიამოვნო ეპიზოდი მეორე ტაიმშიც იყო, როცა მეტოქეებმა ერთმანეთზე კიდევ ერთხელ გაიწიეს, მაგრამ ზღვარს არ გადასულან.

მეორე ტაიმში მსაჯის მიმართ უფრო მეტი პრეტენზია გორელებს ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში, გიორგი ჯანელიძესთან შეჯახების შემდეგ, "დინამოს" საჯარიმოში გორელიშვილი წაიქცა, მაგრამ სტუმართა პროტესტის (ჩვენიანს ხელი ჰკრესო) მიუხედავად, ხორავას პენალტი არ დაუნიშნავს.

69-ე წუთზე "დინამოს" ორმატჩიანი რაუნდისთვის წერტილის დასმა შეეძლო. საჯარიმო საბა ლობჟანიძემ შეასრულა, გიორგი გველესიანი კი მცველებს დაუსხლტა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მოედანზე მეორე თავდამსხმელი - გიორგი ერისთავიც შეუშვა. "დილამ" ბოლო ძალები მოიკრიბა და შეუტია, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა - ნახევარფინალის საგზური კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა მოიპოვა.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
09.03. თბილისი. "დინამო არენა". 1 500 მაყურებელი
დინამო (თბ)-დილა 1:0
პირველი მატჩი 0:0
გოლი: 1:0 კაკაბაძე (22. ჭანტურიშვილის პასით)
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, ბუკორაცი (53. ჯანელიძე) - ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (83. ჯიღაური) - მანუელი (62. ჩირგაძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, მიქელთაძე, ჯაფიაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
დილა (4-2-3-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, მარიჩი (87. წიქარიძე) - ფალავანდიშვილი, გვალია - სეთურიძე, თექთურმანიძე (55. ერისთავი), კვეკვესკირი (82. ახალკაცი) - გორელიშვილი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (28), ონვუ (58), ბაგაევი (75), ხურცილავა (90)
გაძევება: კვახაძე (მატჩის შემდეგ)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სანამ გორში ტუუში და ძველი ბიჭი უჩა სოსიაშვილი იქნებიან გორის დილას არაფერი ეშველება იმის მაგივრათ დროული შეცვლები გააკეთოს და რამენაირად თამაში შემოატრიალოს დგას და მსაჯებს საქმეებს ურჩევს ჯერ რას მიაღწია და უკვე თავში აქვს ავარდნილი მოიყვანა აქ ტრამვირებული ფეხბურთელები და ხელფასს უხდიან და ერთი წესიერი თავდამსხმელი ვერ მოიყვანეს მოკლეს საწყალი მოდებაძე მარტო მაგას შეყურებს ამდენი ხალხი რო გოლი გაიტანოს ამდენი მცველის და ნახევარმცველის მოყვანას მოეყვანა ვინმე თავდამსხმელი მარა ფულს ხო აკეთებენ დრამვირებული ფეხბურთელებით აქ რა გორის ჰოსპიტალი გვაქვს თუ საფეხბურთო გუნდი აღარაფერს ვამბობ თავის ნათესავ თექთურმანიძეზე რომელსაც ეხვეწება რო როგორმე ერთი ტაიმი მაინც ითამაშოს და ამასობაში ავიწყდება დღეს რო მეორე ადგილზეა იმ ბიჭების დამსახურებაა დღეს რომ სათადარიგო სკამზე უზის ჯაფარიძე წიქარიძე რაზმაძე ახალკაცი სომხიშვილი ქარქუზაშვილი ხალხი რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და არავის არაფერს უთმობდნენ პირველ წრეში. ეხლა რა ვითარებაა მაისამდე ყველა ფეხებს უფრთხილდება რო მერე სადმეს გაიქცნენ და დილა და გორელი გულშემატკივარი დაიკიდონ რომლებიც თოვლსა თუ წვიმაში გორსის დილას ყოველთვის გვერდში უდგანან გორის დილაში გორელები გვჭირდება და არა სოსიაშვილი და ვიღაცის ნათესავები
jorjika
10 მარტი 2015 11:52
0
გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა. :)))))
Imeda
10 მარტი 2015 11:35
0
გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა.

აი ეს ვერ წარმოვიდგინე!
Imeda
10 მარტი 2015 11:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული