საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: "ზუგდიდმა" და "ჩიხურამ" მოიგეს

AutoSharing Option
2 დეკემბერს საქართველოს 1/4-ფინალის პირველი სამი მატჩი გაიმართა.

"ზუგდიდმა" მინიმალური ანგარიშით სძლია "ვიტ ჯორჯიას", საჩხერის "ჩიხურამ" კი ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "სამტრედიასა" და ბოლნისის "სიონს" შორის მატჩი კი უგოლო ფრით დასრულდა.

"ტორპედო"-"დინამოს" (თბ) მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

საპასუხო მატჩები 16 დეკემბერს გაიმართება.

ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა, 14:00

ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ნიკა ლაშხია (36)
დისკვალიფიკაცია : ოთარ ჯავაშვილი (ზუგდიდი)

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-შუქურა 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 მიხეილ სარდალიშვილი (11), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (28)

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-სიონი 0:0
(0:0)
გაძევება: 73 დიმიტრი ტატანაშვილი (სიონი)
დისკვალიფიკაცია : გურამ გიორბელიძე (სიონი)
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ბიჭებო აბა თქვენ იცით, თასი ზუგდიდში
დათა ვეკუა
18:02 03-12-2015
0

სიახლეები პოპულარული