ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა დღის ბოლოს "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში გაირკვა, რომელშიც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 3:1).
მანამდე ქობულეთში ფრედ, 1:1 დაასრულა შეხვედრა "ჩიხურამ", რომელსაც "შუქურასთან" პირველ მატჩში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული.
სამაგიეროდ, ჯერ დამატებითი ტაიმების, შემდეგ კი პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო "ვიტ-ჯორჯია"-"ზუგდიდისა" და "სიონი"-"სამტრედიის" წყვილებში გამარჯვებულთა
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
(პირველი მატჩი 1:0)
გოლი: 1:0 გიორგი ქვილითაია (18), 1:1 გაბრიელ საღრიშვილი (49), 2:1 მათე ცინცაძე (71 პენ.).
გაძევება: ანრი ჭიჭინაძე (70, ტორპედო).
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 (პენ. 5:3)
(პირველი მატჩი 0:1)
გოლი: 1:0 ვანო კურდღელაშვილი (43)
გაძევება: ჯონი შეროზია (64, ვიტ ჯორჯია), გიორგი ბულია (62, ზუგდიდი), ვალიკო გახარია (99, ვიტ ჯორჯია), ნიკა ლაშხია (118, ზუგდიდი).
შუქურა-ჩიხურა 1:1
(პირველი მატჩი 0:2)
გოლი: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (72), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (84).
სიონი-სამტრედია 0:0 (პენ. 2:0)
(პირველი მატჩი 0:0)