საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო

AutoSharing Option
16 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. გათამაშებაში ასპარეზობას თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა", ბოლნისის "სიონი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" აგრძელებენ.

ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა დღის ბოლოს "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში გაირკვა, რომელშიც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 3:1).

მანამდე ქობულეთში ფრედ, 1:1 დაასრულა შეხვედრა "ჩიხურამ", რომელსაც "შუქურასთან" პირველ მატჩში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული.

სამაგიეროდ, ჯერ დამატებითი ტაიმების, შემდეგ კი პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო "ვიტ-ჯორჯია"-"ზუგდიდისა" და "სიონი"-"სამტრედიის" წყვილებში გამარჯვებულთა
გამოსავლენად.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
(პირველი მატჩი 1:0)
გოლი: 1:0 გიორგი ქვილითაია (18), 1:1 გაბრიელ საღრიშვილი (49), 2:1 მათე ცინცაძე (71 პენ.).
გაძევება: ანრი ჭიჭინაძე (70, ტორპედო).

ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 (პენ. 5:3)
(პირველი მატჩი 0:1)
გოლი: 1:0 ვანო კურდღელაშვილი (43)
გაძევება: ჯონი შეროზია (64, ვიტ ჯორჯია), გიორგი ბულია (62, ზუგდიდი), ვალიკო გახარია (99, ვიტ ჯორჯია), ნიკა ლაშხია (118, ზუგდიდი).

შუქურა-ჩიხურა 1:1
(პირველი მატჩი 0:2)
გოლი: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (72), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (84).

სიონი-სამტრედია 0:0 (პენ. 2:0)
(პირველი მატჩი 0:0)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული