საქართველოს თასის ფინალი წელს თბილისში არ გაიმართება?

AutoSharing Option
20 აპრილსა და 5 მაისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს, ხოლო ბოლნისის "სიონი" - თბილისის "ვიტ ჯორჯიას"...

ცხადია, ჯერ უცნობია, ვინ გავა ფინალში, რომელიც 18 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ მატჩის გამართვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და ფეხბურთის ფედერაციას ჯერაც არ გადაუწყვეტია, რომელი ქალაქი უმასპინძლებს დასკვნით სათასო პაექრობას.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ის არის გადაწყვეტილი, რომ თასის ფინალი თბილისში არ გაიმართება. ამ ჩანაფიქრის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობის
სურვილია, ასეთი მნიშვნელობის შეხვედრები მხოლოდ დედაქალაქში არ იმართებოდეს და საფეხბურთო ცხოვრებაში რეგიონები რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ.

მეორე მოტივი ის გახლავთ, რაც ყველამ იცის - თბილისში არც "დინამო არენა" შეივსება და არც "მიხეილ მესხი", ეს კი ფინალს ეფექტს დაუკარგავს. რეალობიდან გამომდინარე, რეგიონებში ფეხბურთს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ხოლო პატარა სტადიონზე მისული ხალხის ფონზე ეფექტი აშკარად მეტი იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენი სტადიონები იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ფედერაციას დიდი არჩევანი არც აქვს. დასახელდა სამი ქალაქი, სადაც, სავარაუდოდ, ფინალი გაიმართება - გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის, ქუთაისის რამაზ შენგელიასა და ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონები.

ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება 18 მაისისთვის ამ სტადიონებზე მოედნის საფარი. დღეისთვის, რეალურად, საუკეთესო გაზონი ზესტაფონის "დავით აბაშიძეზეა", მაგრამ იმას, მიიღებს თუ არა ეს არენა ფინალის ჩატარების უფლებას, დრო გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზესტაფონში უნდა გაიმართოს თასის ფინალი!

თბილისში სტადიონზე მხოლოდ ფეხბურთელების ნათესავენი მოვლენ და პირველი ტაიმის "ცუდად" თამაშის შემდეგ მოედანზე გამოსვლა ისევ არ შეეშინდებათ.

მხოლოდ ნეიტრალერი გულშემატკივარი აიძულეთ რომ ირბინონ და თამაში ფეხბურთს დაამსგავსონ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17:24 08-04-2016
0
კი ბატონო, იყოს ზესტაფონში, მაგრამ ტელევიზიით არ აჩვენონ მაინც. თუ აქჩვენებენ, ის მაინც გააკეთონ, რომ ზესტაფონის ნაცრისფერ კერძო სახლებს მოარიდონ კამერები. ზესტაფონელებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ქალაქი ძალზე მოუვლელი და უსახურია. ერთი თუ ორი ქუჩაა და ისიც მოუვლელი.
zlata-praga
17:18 08-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული