თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მოიპოვა

AutoSharing Option
18 მაისს ქუთაისში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპინი თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ - "დინამომ" შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო და თასს დაეპატრონა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ბოლოს "სიონი" სულაც 10 კაცის ამარა დარჩა. მსაჯმა ბოლო წუთზე მოედნიდან გურამ გიორბელიძე გააძევა.

თბილისის "დინამომ" მე-13-ედ მოიგო საქართველოს თასი და მეათედ შეასრულა ოქროს დუბლი (ჩემპიონობა და თასი).

დინამო-სიონი 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29).
გაძევება: გიორბელიძე (90. სიონი).

 

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვულოცავ დინამოს ამ გამარჯვებას,თუმცა უნდა ავღნიშნო რომ ეს დინამო ვერაფერს ვერ მიაღწევს ევროპაზე ესეთი თამაშით, ღმერთმა არ ქნას შარშანდელი დილას მეტოქე პარტიზანი იყოს დინამოს მეტოქე წელს თო სულ ცოთა 7 გოლს გაგვიტანენ ორი მატჩის ჯამში და საბოლოოდ შეგვარცხვენენ,
qartveli
19 მაისი 2016 09:14
0
ვულოცავ პედერაციას..დინამოს არაფერი გაუკეთებია მთელი მეორე ტაიმი..მსაჯობა ხო სულ დინამოს მხარესაა..პენალტი არ დადო ათას პროცენტიანი მტელმა ქუტაისმა დაინახადა სუდიამ ვერ დაინახა..პ.ს..გავა ლიგის საკვალიპიკაციუოზე და ასეთი ტამაშით დახევენ ბურთს თავზე.
გურო
19 მაისი 2016 03:23
0
კარგი რამე იყო ფინალი ქუთაისში, მადლობა კობიაშვილს და ორივე გუნდს. ოღონდ სიმართლე უნდა ითქვას: სიონს 100%-იანი პენალი არ დაუდეს და დინამო ასეთი თამაშით ბევრს ვერაფერს იზამს ევროთასებზე. სიონი აშკარად ჯობდა და უფრო მოტივირებული იყო.
ქუთაისი
18 მაისი 2016 23:40
0
სექტემბერში რა ხასიათზე ვიქნებით ისაა მთავარი( თუ მიაღწიეს იქამდე)
ირაკლი ქუთაისელი
18 მაისი 2016 22:35
0
გილოცავთ!!!!!!!!!!!!!
.............................
18 მაისი 2016 22:25
0
ვულოცავ დინამოს და ყველა მის გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. დინამომ დაიმსახურა წლევანდელი დუბლი. სიონის ყველა ფეხბურთელს და გულშემატკივარს კი ვუსურვებ მომავალ სეზონში წარმატებებს და რაც მთავარია გული არ უნდა გაიტეხონ ბიჭებმა.მეტი ფინანსები და ქართული ფეხბურთი წინ წავა...
ქომაგი
18 მაისი 2016 21:58
0
გილოცავთ ბიჭებო, თქვენ მართლა იმსახურებდით წელს დუბლს, წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც და იმედია ევროთასებზე წარმატებას მიაღწევთ!!!
giorgi
18 მაისი 2016 21:53
0
საუკეთესო გუნდი ვართ საუკეთესო ქალაქიდან. გენაცვალეთ. მეტი მონდომება, ტრანსფერები და ლიგაზე უნდა გვასახელოთ წელს.
dinamoeli
18 მაისი 2016 21:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული