![](https://sportall.ge/pictures/image31/eadb5e1f8cd521e2ecc2d70327b0489f.jpg)
შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.
დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ბოლოს "სიონი" სულაც 10 კაცის ამარა დარჩა. მსაჯმა ბოლო წუთზე მოედნიდან გურამ გიორბელიძე გააძევა.
თბილისის "დინამომ" მე-13-ედ მოიგო საქართველოს თასი და მეათედ შეასრულა ოქროს დუბლი (ჩემპიონობა და თასი).
დინამო-სიონი 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29).
გაძევება: გიორბელიძე (90. სიონი).