30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
თორმეტმა კლუბმა მერვედფინალის საგზური პირველი ეტაპის დაძლევით მოიპოვა. ოთხი კლუბი კი, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ, თასის გათამაშებაში ავტომატურად, მერვედფინალიდან ჩაებმებიან.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ლიახვი - ლოკომოტივი
სიონი - კოლხეთი 1913
ბორჯომი - დინამო თბ
კოლხეთი ხობი - ჩიხურა
ოდიში 1919 - ტორპედო
სულორი - გურია
ჩხერიმელა - სამტრედია
მერანი - დილა
მერვედფინალური ეტაპის მატჩები 21 სექტემბერს ჩატარდება.
წყარო: gff.ge