ისტორიაში პირველად - "ალავესი" ესპანეთის თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
8 თებერვალს ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

"ალავესმა" "სელტას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რითაც ფინალის საგზური მოიპოვა. გუნდებს შორის პირველი მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ედგარ მენდესმა მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.

გამომდინარე აქედან, "ალავესმა" ისტორიაში პირველად მოიპოვა თასის ფინალის საგზური, სადაც "ბარსელონას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული