"ჩვენი შემადგენლობის გაძლიერება არც ისე ადვილია, რადგან უკვე ძალიან მაღალ დონეზე ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ სატრანსფერო ბაზარს და მისაღები კანდიდატების არსებობისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ტრანსფერებზე ვმუშაობთ. ბოლო დროს ვერატისა და დიბალაზე ბევრს საუბრობენ. ამ მოთამაშეებს თავიანთ კლუბებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და მათი ხელში ჩაგდება ურთულესია.
ახალი
"ბარსელონა" მარჯვენა მცველი ძიებას აგრძელებს. კატალონიელთათვის პრიორიტეტული ჟოაო კანსელოს დამატება ყოფილა. თუმცა, თუ "ვალენსიადან" პორტუგალიელის წამოყვანა არ გამოვა, არის სათადარიგო ვარიანტიც. გამომდინარე იქიდან, რომ ექტორ ბელერინის "კამპ ნოუზე" დაბრუნების შანსი შემცირებულია, რადგან მან "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ძვირად ფასობს, ყველაზე რეალურ კანდიდატად "მონაკოს" ჯიბრილ სიდიბე გვევლინება.
ლიგა 1-დან "ბარსას" უკვე წამოყვანილი ჰყავს მცველები (დინი, უმტიტი…) და შესაძლოა, კიდევ ერთი დაიმატოს, თუ მონეგასკებთან შეთანხმებას მოახერხებს.
ტიაგო ალკანტარა კი კიდევ ერთი ექსბარსელონელია, რომლის უკან მიბრუნებაზეც "კამპ ნოუზე" ფიქრობენ, მაგრამ თუ გერმანულ და ესპანურ ჟურნალ-გაზეთებს ვენდობით, მიუნხენის "ბაიერნს" კატალონიელთათვის შეუთვლია - ან 90 მილიონი ევრო გადაიხადეთ, ან ტიაგოს დაბრუნება დაივიწყეთო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"