ჩვენს წერილში თავს მოვუყრით ყველაფერს, რაც ოდესმე ჟერარდს "რეალის" თაობაზე უთქვამს.
მოურინიოს დაუსჯელობის შესახებ
2013 წლის 14 იანვარი
"მახსოვს, როცა "რეალი" იგებდა, მოურინიო საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა ხოლმე. ერთხელ მან ვილანოვას თვალში თითიც კი ატაკა და ამ საქციელის გამო მისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციაც კი არ მიუციათ. ახლა, როცა კასილიასს
როგორ ანგრევდა მოურინიო ესპანეთის ნაკრებს
2013 წლის 16 ივნისი
"ესპანეთის ნაკრებში მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი პარტნიორების, მაგრამ ერთხელ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ჩვენ ყველამ კინაღამ გადავაბიჯეთ ხაზს. გუნდში ვითარება ძალიან დაიძაბა და ყოველივე ამაში დამნაშავე იყო მოურინიო. ბოლოს ჩვენ ვთქვით, რომ საკმარისი იყო და უნდა შეგვეწყვიტა. ოღონდ ეს გააკეთეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც აღიარეს, რომ ზედმეტად გაცხარდნენ და არა მოურინიომ. ისე, პატარა წვლილი ამ არეულობაში ჩემიცაა. ერთხელ მე ვთქვი, რომ ჩვენ უკეთესები ვართ "რეალის" ფეხბურთელებზე, რადგან მათზე მეტ ტიტულს ვიგებთ."
სპონსორების თაობაზე
2013 წლის 17 სექტემბერი
"მე წავიკითხე, რომ 2002 წლიდან "რეალმა" ფეხბურთელების შესაძენად 1,2 მილიარდი ევრო დახარჯა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვყიდულობთ ფეხბურთელებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ბანკი, რომელიც შემჩნეულია "ბარსელონას" ტრანსფერების დაფინანსებაში. ჩვენი გუნდის ლიდერები არიან ისინი, ვინც "ბარსელონას" ნული ევრო დაუჯდა. კი, იყო იბრაჰიმოვიჩის, ვილიასა და ნეიმარის ტრანსფერები, მაგრამ გუნდში ყოველ წელს მხოლოდ ერთი ასეთი ფეხბურთელი მოდიოდა."
"ელჩესთან" გამარჯვების თაობაზე
2013 წლის 26 სექტემბერი
რონალდომ გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე შეაგდო თერთმეტმეტრიანიდან, არადა, მსაჯმა თითქოს მხოლოდ სამი წუთი დაამატა ძირითად დროს:
"ესპანეთის ჩემპიონატში მაგარი კომედია ვნახე. ასეთი კომედიების ყურება განსაკუთრებით კარგი საღამოობითაა."
საკადრო პოლიტიკის თაობაზე
2013 წლის 24 ოქტომბერი
"ლა მასიამ" ფეხბურთელების უნიკალური თაობა აღზარდა - მესი, ინიესტა, პუიოლი, ჩავი, ვალდესი, პედრო... "ბარსელონას" მათ სანაცვლოდ არაფერი გადაუხდია. "რეალმა" კი მხოლოდ ერთ ზაფხულს დახარჯა 160 მილიონი ილიარამენდის, ისკოსა და ბეილის შესაძენად".
იმის თაობაზე, რომ "რეალი" ვერაფერს მოიგებს
2013 წლის 2 ნოემბერი
"წარმოიდგინეთ, რას იტყოდნენ ჩვენზე, ბოლო ხუთ წელიწადში მხოლოდ ესპანეთის თასი და ჩემპიონობა რომ მოგვეგო. მჯერა, "რეალის" ეს სერია მომავალშიც გაგრძელდება."
"რეალთან" მეტოქეობის შესახებ
2013 წლის 10 ნოემბერი
"ჩვენ მსოფლიოს უმდიდრეს კლუბს ვუპირისპირდებით. მათთან მეტოქეობის საშუალებას მხოლოდ გუნდის აღზრდილების დიდებული თამაში გვაძლევს".
"სევილიასთან" სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ
2015 წლის 13 აგვისტო
"მოდი, ვიზეიმოთ, ბიჭებო. ეშმაკსაც წაუღია "რეალი". დაე, უყურონ, როგორ ვზეიმობთ".
საკუთარ ობსტრუქციაზე
2015 წლის 10 სექტემბერი
"მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ ცხოვრებას. მაგალითად, გუშინ სამი კალათა სოკო მოვაგროვე და ბედნიერი ვარ ამის გამო. ნაკრების ბოლო თამაშზე მე მისტვინეს და მგონია, რომ ეს მოხდა "ბარსელონასა" და "რეალის" მეტოქეობის გამო. სერხიო რამოსმა მე დამიცვა. ჩვენ ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ნაკრები სხვა თემაა. არ მსიამოვნებს, როცა მისტვენენ. აი, "ბერნაბეუს" ტრიბუნების სტვენა კი ჩემთვის ნამდვილი სიმფონიაა."
არბელოას თაობაზე
2015 წლის 13 დეკემბერი
"არბელოამ თქვა, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მას მეგობრად არ ვთვლი. ის შეიძლება ჩემი ნაცნობია, მაგრამ მეგობარი არ არის."
კლუბზე, რომელშიც არასოდეს გადავა ნეიმარი
2016 წლის 29 თებერვალი
”მზად ვარ, ნებისმიერს დავენაძლევო, რომ ნეიმარი არასოდეს გადავა "რეალში". მას უყვარს ჩვენი კლუბი და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს "ბარსელონაში". მას ყველაფერი აკმაყოფილებს კატალონიაში. მისი შესაძლო ტრანსფერი ერთი დიდი ჭორია."
რატომ გატეხა ტელევიზორი
2016 წლის 26 მარტი
"მახსოვს, როგორ გავუტანე იკერს "ბარსელონაში" ჩემს პირველ სეზონში და ჩვენ 6:2 მოვიგეთ. მაშინ ფინალს ლოს-ანჯელესში ვუყურე და რამოსის გოლის შემდეგ ტელევიზორი დავამტვრიე."
მესისა და რონალდოს თაობაზე
2016 წლის 5 აპრილი
"ორივე დიდებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ჩვენ შეიძლება ვლაპარაკობდეთ
ფეხბურთის ისტორიაში ორ საუკეთესოზე. და მაინც, ჩემი აზრით, მესის დარი ტალანტი არავის აქვს. მას ბურთი წარმოუდგენელი სისწრაფით მიაქვს. ის ორი მეტრის იქით არ უშვებს მას. რონალდო დიდებული ფეხბურთელია. მას ხშირად გააქვს გოლები პენალტებიდან და ჯარიმებიდან. ის საუკეთესოა ადამიანებს შორის, მესი კი საერთოდ არ არის ადამიანი."
"რეალის" გზაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისაკენ
2016 წლის 24 აგვისტო
"იოლი ჯგუფი. მერვედფინალში იტალიის მესამე გუნდი. მეოთხედფინალში გერმანიის მერვე კლუბი. ნახევარფინალში ინგლისის მეოთხე გუნდი. ასეთ გზას "ბარსელონასთვისაც" ვინატრებდი. თანაც, ყველა საპასუხო მატჩი შინ რომ ჩაგვეტარებინა."
"ოქროს ბურთის" თაობაზე
2016 წლის 7 ნოემბერი
"ოქროს ბურთს" ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს რომ აძლევდნენ, 2009 წლიდან ლიონელ მესის ერთი სეზონიც კი არ უნდა დაესრულებინა მის გარეშე. სულ სხვა დონეა."
ესპანეთის ჩემპიონატში მსაჯობაზე
2017 წლის 27 თებერვალი
"ერთსა და იმავე გუნდებთან შეხვედრაში "რეალმა" ოთხი ქულით მეტი დააგროვა ჩვენზე და ამის ერთადერთი მიზეზი არის მსაჯობა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"