კულუარული ინფორმაციით, აქამდე ისკო უფრო წასვლისკენ იხრებოდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის მისდამი დამოკიდებულებაზე, ალბათ, გსმენიათ და ზიზუ ყელანაირად ცდილობს, ისკო, რომელიც 21 აპრილს 25 წლის გახდება, დარჩენაზე დაიყოლიოს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ექსმალაგელი.
"იგი გუნდში მრავალი წლით დარჩება. უფრო სწორად, იმედი მაქვს, რომ დარჩება. ისკო "რეალის" ფეხბურთელი უნდა იყოს. ყველამ იცის, რას ვფიქრობ ამ საკითხზე. ისკო ფენომენალურად თამაშობს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია" - აღნიშნა ზიზუმ.
"სამეფო გუნდის" თავკაცი
"ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, აქ სალაპარაკო არაფერია. რაც შეეხება სხვა თემებს, ვერაფერს გეტყვით, მე ამჟამად იმ მოთამაშეებზე ვარ კონცენტრირებული, რომლებიც "რეალში" ირიცხებიან" - დაამატა ზიდანმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"