ზინედინ ზიდანი: ისკო სულ "რეალში" უნდა იყოს

AutoSharing Option
ისკოს მომავალი "სამეფო კლუბში" ესპანეთში კვლავ აქტუალური თემაა. უკანასკნელი ცნობებით, იგი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთანაა ახლოს.

კულუარული ინფორმაციით, აქამდე ისკო უფრო წასვლისკენ იხრებოდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის მისდამი დამოკიდებულებაზე, ალბათ, გსმენიათ და ზიზუ ყელანაირად ცდილობს, ისკო, რომელიც 21 აპრილს 25 წლის გახდება, დარჩენაზე დაიყოლიოს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ექსმალაგელი.

"იგი გუნდში მრავალი წლით დარჩება. უფრო სწორად, იმედი მაქვს, რომ დარჩება. ისკო "რეალის" ფეხბურთელი უნდა იყოს. ყველამ იცის, რას ვფიქრობ ამ საკითხზე. ისკო ფენომენალურად თამაშობს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია" - აღნიშნა ზიზუმ.

"სამეფო გუნდის" თავკაცი
ტეო ერნანდესის თემასაც გამოეხმაურა. როგორც იცით, ბოლო დროს "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფ ერნანდესს აქტიურად უკავშირებენ "რეალს" - აქაოდა, ზიდანს ახალგაზრდა მცველის მოყვანა ძალიან უნდაო. 19 წლის ფრანგი "ათლეტებს" "ალავესში" ჰყავთ განათხოვრებული და მისი სავარაუდო ფასი 24 მილიონი ევროა.

"ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, აქ სალაპარაკო არაფერია. რაც შეეხება სხვა თემებს, ვერაფერს გეტყვით, მე ამჟამად იმ მოთამაშეებზე ვარ კონცენტრირებული, რომლებიც "რეალში" ირიცხებიან" - დაამატა ზიდანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხამესის გინებას წყალი დააყოლა?
0
მაგრა ცდები ზიზუ ხამესი ჯობია ისკოს ეგ იცოდე რა ძან აგივარდა ქება თავში ზიზუ ხამესი ჯობია ისკოს
გოჩა
10:32 07-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული