ჩავი: სეზონის ბოლოს მივდივარ

AutoSharing Option
ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების მერე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

"ეს ჩემი ბოლო სეზონია. შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ, მაგრამ ფეხბურთში დავრჩები. მწვრთნელობას ვაპირებ, მაგრამ ჯერ ეს საქმე კარგად არ ვიცი. მეთოდიკას ვიცნობ, მაგრამ ვერავის მოვატყუებ, ის ცოდნა და გამოცდილება რაც დამიგროვდა, უნდა გამოვიყენო კიდევაც, ამას კი სწავლა სჭირდება", - განაცხადა ვეტერანმა ნახევარმცველმა.

ჩავი "ბარსელონაში" 1995-2015 წლებში თამაშობდა, საიდანაც იგი ყატარში გადაბარგდა. ექსბარსელონელი უკვე 37 წლისაა, მას "ალ სადთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული