"მატჩი კარგად დავიწყეთ და პირველი ნახევარი ისე ჩავამთავრეთ, რომ ჩვენს კარში გოლი არ გაგვიშვია.
შემდეგ გუნდმა შეცდომა დაუშვა და "ბარსელონას" გათანაბრების საშუალება მისცა. პირველ ტაიმში ნამდვილად კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ გაშვებულმა გოლმა მთელი შრომა წყალში ჩაგვიყარა.
ჩვენი ძლიერი მხარეები ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც ამას "ბარსელონას" ფეხბურთელები აკეთებენ. ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ. "რეალის" მიზანია პროგრესი და ბრძოლის გაგრძელება", - თქვა კასილასმა.
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით