ანდრეს ინიესტა: ჟოზე მოურინიომ ესპანური ფეხბურთი წაახდინა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალიდან" წასული ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გააკრიტიკა.

მოურინიოს მოღვაწეობა "რეალში" არცთუ სასიამოვნოდ მანამდე ჩავიმ გაიხსენა.

ინიესტას თქმით კი, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანური ფეხბურთი წაახდინა.

"ბოლო დროს ადამიანები ხშირად მსჯელობენ იმაზე, თუ რა შესძინა მოურინიომ ესპანურ ფეხბურთს.

ჩემი პასუხია: არც არაფერი! მან მხოლოდ წაახდინა ის.

კი ბატონო, იყო რაღაც დადებითიც, მაგრამ ის დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს",
- აქვეყნებს ინიესტას ნათქვამს sport.es.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ "რეალთან" კონტრაქტი ახლახან გაწყვიტა და სამუშაოდ ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდა.

ასევე იხილეთ:
ჩავი: არ მომწონს მოურინიოს გაწვრთნილი გუნდების თამაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული