ერთი ხმაურიანი ტრანსფერიც და მადრიდის "რეალის" ხარჯი მილიარდია

AutoSharing Option
ბოლო ათწლეულში მადრიდის "რეალმა" ასტრონომიული თანხა დახარჯა ფეხბურთელთა ტრანსფერებში. მარტო 2009 წელს "სამეფო კლუბმა" 257 მილიონი ევრო გაიღო. მადრიდელებს ბევრით არც კატალონიელები ჩამორჩნენ დროის ამავე პერიოდში...

პირველად იყო ბექჰემი
მაშ ასე, ბოლო დეკადის ათვლის წერტილად დევიდ ბექჰემის ტრანსფერი მივიჩნიოთ. მას შემდეგ "რეალმა" თითქმის მილიარდი დახარჯა. დიახ, ეს ძალიან ბევრია. "ბარსელონა" მუდმივ მეტოქეს 300 მილიონით ჩამორჩა.

თუკი დარჩენილ 6-7 კვირაში ფლორენტინო პერესი კიდევ ერთი დიდ შენაძენს გააკეთებს, მადრიდული გრანდი მილიარდიან ზღვარსაც გადააბიჯებს. დღეისათვის კი კლუბს 965 მილიონი ევრო აქვს დახარჯული.

2003
წელს "ბარსელონაში" პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა მივიდა, ხოლო "პარი სენ ჟერმენიდან" რონალდინიო გადაიბირეს. მას მერე "ბარსამ" 648 მილიონი ევრო გადაიხადა ფეხბურთელთა შეძენაში. ამიტომაც, როცა ეს ორი გუნდი ერთმანეთს ხვდება, ვეღარ ვიტყვით, რომ მადრიდული და ბარსელონური სკოლის დაპირისპირებაა, მეტისმეტად ბევრი ფულია დახარჯული უცხო ფეხბურთელებში საამისოდ...

2003
2003-ში "ბარსელონაში" რონალდინიო (32,5 მილიონი ევრო) მივიდა. რაფა მარკესი და ნაკლებად წარმატებული რიკარდო კვარეშმა ბარსელონელები გახდნენ. მაშინ, როცა "რეალმა" მხოლოდ ბექჰემი (37,5 მლნ) შეიძინა და გაყიდა მაკელელე (20 მლნ).
არც "ბარსელონას" და არც "რეალს" არ მოუგია ლა ლიგა ამ სეზონში - ტიტული "ვალენსიას" ერგო - მაგრამ ამის შემდეგ ტიტულისთვის მხოლოდ ეს ორი გრანდი იბრძვის.

2004
ამ სატრანსფერო წელსაც "ბარსამ" მეტი დახარჯა - ლაპორტას და ფრანკ რაიკაარდის პროექტი ეშხში შევიდა: გუნდში მივიდნენ სამუელ ეტოო (27 მლნ) - სხვათა შორის, "რეალის" თანხმობით, როგორც ფეხბურთელზე გარკვეული უფლებების მქონე, დეკუ (21 მლნ) და ლუდოვიკ ჟიული (8,5 მლნ).

"რეალის" სატრანსფერო კამპანია ნაკლებად ელვარე იყო. მივიდნენ: ვალტერ სამუელი (23 მლნ), ჯონათან ვუდგეიტი (18 მლნ) და მაიკლ ოუენი (12 მლნ). ის სეზონი "ბარსამ" მოიგო, 1999 წლის მერე პირველად.

2005
2005 წელს "ბარსელონაში" გადაწყვიტეს, რომ არავის ყიდვა საჭირო არ იყო - მხოლოდ მარკ ვან ბომელი მივიდა პსვ-დან თავისუფალ აგენტად. მიუხედავად ამისა, "ბარსამ" ლა ლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც. აი, "რეალმა" კი ბევრი ხარჯა, მაგრამ ტიტულების გარეშე დარჩა. მადრიდელებმა იყიდეს: რობინიო (24 მლნ), ჟულიო ბაპტიშტა (20 მლნ) და სერხიო რამოსი (27 მლნ). ბოლო შენაძენი "ლოს ბლანკოსთვის" ძალიან კარგი გამოდგა.

2006
"ბარსამ" ეიდურ გუდიონსენი (12 მლნ), ლილიან ტურამი (5 მლნ) და ჯანლუკა ძამბროტა (14 მლნ) იყიდა. "რეალმა": რუდ ვან ნისტელროი (15 მლნ), ფაბიო კანავარო და ემერსონი (ორივე 11,5 მლნ. "იუვედან"). გონსალო იგუაინის "რივერ პლეიტიდან" შეძენა (12 მლნ) ურიგო ტრანსფერი არ გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით მამადუ დიარას (26 მლნ) და ფერნანდო გაგოს (20,5 მლნ) ყიდვაზე.

თავიდან, თითქოს, "ბარსას" უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ ლა ლიგის ბოლოში პირველი ფაბიო კაპელოს "რეალი" იყო.

2007
კაპელო გაუშვეს და ბერნდ შუსტერისთვის ბევრი იყიდეს: არიენ რობენი (36 მლნ), ვესლი სნეიდერი (27 მლნ), პეპე (30 მლნ), როისტონ დრენტე (14 მლნ), გაბრიელ ჰაინცე (12 მლნ). თავი ყველამ ვერ გამოიჩინა, მაგრამ "ლოს ბლანკოსმა" ტიტული შეინარჩუნა.

იმ სეზონში "ბარსაში" გადავიდნენ: ტიერი ანრი (24 მლნ), გაბი მილიტო (20 მლნ), ერიკ აბიდალი (15 მლნ), იაია ტურე (9 მლნ).

2008
პეპ გვარდიოლამ რონალდინიო და დეკუ გაუშვა, სამაგიეროდ კი ბევრი მიიღო: დანი ალვეში (35,5 მლნ), სეიდუ კეიტა (14 მლნ), ჟერარდ პიკე (5 მლნ), ალექსანდრ ჰლები (17 მლნ), მარტინ კასერესი (16 მლნ), ენრიკე (8 მლნ). მართალია, ნახევარმა არ გაამართლა, მაგრამ "ბარსამ" ლა ლიგა დაიბრუნა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კოპა დელ რეი. ასეთი ტრებლი აქამდე "ბარსას" არ ჰქონია.

"რეალი: (კლაას იან ჰუნტელაარი (27 მლნ), ლასანა დიარა (20 მლნ), რაფაელ ვან დერ ვაარტი (15 მლნ)) ხელმოცარული დარჩა. ერთია, სარფიანად გაყიდა რობინიო "სიტიში" (43 მლნ).

2009
ამ ზაფხულს ორივე კლუბი გაგიჟდა: მადრიდში ფლორენტინო პერესი დაბრუნდა მმართველობაში. "რეალმა" იყიდა: კრიშტიანო რონალდო (94 მლნ - მსოფლიოს რეკორდი დღესაც), კაკა (65 მლნ) და ჩაბი ალონსო (35,4 მლნ). "ბარსამ" შეიძინა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (69,5 მლნ) და გაუშვა სამუელ ეტოო. ლა ლიგა ისევ "ბარსას" დარჩა.

2010
"რეალში" ჟოზე მოურინიო მივიდა. "რეალმა" იყიდა: ანხელ დი მარია (33 მლნ), მესუთ იოზილი (18 მლნ), სამი ხედირა (14 მლნ). "ბარსას" შენაძენები: დავიდ ვილია (40 მლნ), ხავიერ მასკერანო (20 მლნ). გვარდიოლამ ბევრი მოიცილა. გვარდიოლამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, "რეალს" მხოლოდ ესპანეთის თასი შერჩა.

2011
"რეალმა" იყიდა: ფაბიო კოენტრაო (30 მლნ), ნური შაჰინი და რაფაელ ვარანი (10-10 მლნ), ხოსე კალეხონი (5 მლნ). "ბარსას" ორი მთავარი შენაძენი: სესკ ფაბრეგასი (34 მლნ) და ალექსის სანჩესი (26 მლნ) იყო. მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

2012
ტიტო ვილანოვას გუნდმა მხოლოდ ორი შეიძინა: ჟორდი ალბა (14 მლნ) და ალექს სონგი (19 მლნ). კატალონიურმა გრანდმა დაიბრუნა ჩემპიონობა, მაგრამ შერცხვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. "რეალმა" მხოლოდ ერთი სერიოზული შენაძენი გააკეთა - ლუკა მოდრიჩი. თუ არ ჩავთვლით ესპანეთის სუპერთასს, მოურინიო დამწუხრებული წავიდა მადრიდიდან.

2013
სატრანსფერო სეზონი ჯერ გრძელდება. "ბარსამ" უკვე იყიდა ნეიმარი (57 მლნ). "რეალის" მთავარი შენაძენი კი ისკოა (24 მლნ). ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება - ესპანეთში ამ ორი გრანდის გარდა, სხვებს შანსი ისევ არ აქვთ...

რეალი სეზონი ბარსელონა
42,5	2013/14	70
33,5 2012/13 33
55 2011/12 60
89 2010/11 72,5
257 2009/10 93
82,2 2008/09 96
119 2007/08 68,5
103 2006/07 31
89,5 2005/06 0
56,7 2004/05 78,5
37,5 2003/04 45,9
965,3 2003/2013 648,4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სეზონის 50 ყველაზე პრესტიჟული ტიტული და მათი მფლობელები
მკითხველის კომენტარები / 3 /
არა, არ ვღადაობ. :) მართლა არ ვიცოდი. მადლობა განმატრებისთვის.
მიშა
06:46 13-07-2013
0
ღადაობ?მესი კლუბის აღზრდილია,ისე როგორც ხავი,ინიესტა,პუიოლი,ვალდესი,პედრო,ფაბრეგასი და პიკეც ბარცას აღზრდილები არიან,ოღონდ პატარა ასაკში წავიდნენ ბარსადან და მერე დაიბრუნეს:))
მიშა–ს
22:01 12-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული