ასე დასრულდა სატრანსფერო საგა, რომელიც თვეები გრძელდებოდა. გარეთ ბეილის ტრანსფერი, რომელიც ინგლისური წყაროების მტკიცებით (ოფიციალურად "რეალი" არ იუწყება სატრანსფერო თანხას) მსოფლიოს ახალი რეკორდია, ბოლო დღეს, 2 სექტემბერს გაფორმდა.
ბეილში "სამეფო კლუბმა" 85.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი (ანუ 100 მილიონი ევრო) გადაიხადა. ეს კი 2009 წლის მსოფლიოს რეკორდია - კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" (94 მილიონი ევრო)
"ტოტენჰემში" 6 ფანტასტიკური წელიწადი გავატარე, ახლა კი წასვლის დროა", - განაცხადა ბეილმა, რომელმაც 2 სექტემბერს წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჟურნალისტებსაც წარუდგა.
უელსელმა 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ის კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
"რეალში" თამაში ჩემი ოცნება იყო, რომელიც ასრულდა. მადლობა ყველას დიდებული დახვედრისთვის, ჰალა მადრიდ!" - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომლის შემდეგაც "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდვრის საფარი "დააგემოვნა".
ბეილის პრეზენტაციას სტადიონზე "რეალის" 20 ათასზე მეტი ფანი დაესწრო.
ასევე იხილეთ:
არის ახალი მსოფლიოს რეკორდი - გარეთ ბეილი მადრიდელია