ლა ლიგა: საუკეთესო - მესი, MVP - რონალდო

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2012/13 წლების სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები დააჯილდოვა.

"მარკას" მიერ გადაცემული "ალფრედო დი სტეფანოს" პრიზისგან განსხვავებით, ფედერაციის აზრით, წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი არა კრიშტიანო რონალდო, არამედ ლიონელ მესი გახდა, თუმცა პრიზის გარეშე არც პორტუგალიელი დარჩენილა, რომელიც გასული სეზონის MVP-დ დასახელდა. ეს ნომინაცია პირველად სწორედ წლევანდელ დაჯილდოებაზე გამოჩნდა.

რაც შეეხება მესის: გარდა იმისა, რომ არგენტინელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეხუთედ აღიარეს, ის ასევე საუკეთესო ფორვარდიც გახდა, რაც გასაკვირი არაა, არგენტინელმა ხომ წინა სეზონში 46 გოლი გაიტანა და "პიჩიჩის"
გარდა, "ოქროს ბუციც" მოიგო.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში პირველი ადგილი დიეგო სიმეონემ დაიკავა, რომელმაც ტიტო ვილანოვას და ჟოზე მოურინიოს აჯობა. არგენტინელმა სპეციალისტმა მადრიდის "ატლეტიკოს" ჩემპიონატში მესამე ადგილი დააკავებინა და გარდა ამისა, ესპანეთის თასი მოაგებინა.

საუკეთესო მცველად ზედიზედ მეორედ სერხიო რამოსი დასახელდა, მისი თანაგუნდელი ასიერ ილიარამენდი კი, მესის მსგავსად, სახლში ორი პრიზით წავიდა - "სოსიედადის" რიგებში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის გამო ახალგაზრდა ფეხბურთელი საუკეთესო ნახევარმცველად და სეზონის აღმოჩენად დაასახელეს; ანდრეს ინიესტა კი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი გახდა.

ტიბო კურტუამ მეკარეების ნომინაციაში იმარჯვა; კიდევ ერთმა კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა კი "ფეირ პლეის" პრიზი მიიღო. ყველაზე სუფთად მოთამაშე გუნდი კი ბილბაოს "ატლეტიკი" გახდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გალა 2008/09 წლების სეზონიდან იმართება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქამდე ჩატარებული ხუთივე დაჯილდოების საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. პრიმერა დივიზიონის გარდა, გამოარჩიეს სეგუნდა დივიზიონის გმირებიც. აი, ყველა გამარჯვებული:

ნომინაცია "პრიმერა სეგუნდა"
ფეხბ. ლიონელ მესი (ბარსელონა), ჟერარდ დეულოფეუ (ბარ. B)
MVP კრიშტიანო რონალდო (რეალი) არ დაუსახელებიათ
მწვრთნელი დიეგო სომეონე (ატლეტიკო), ფრან ესკრიბა (ელჩე)
მეკარე ტიბო კურტუა (ატლეტიკო), ესტებანი (ალმერია)
მცველი სერხიო რამოსი (რეალი), ედუ ალბაკარი (ელჩე)
ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი (სოსიედადი), ბრუნო (ვილიარეალი)
შემტ. ნახ. ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ვიტოლო (ლას პალმასი)
თავდამსხმელი ლიონელ მესი (ბარსელონა), შარლესი (ალმერია)
აღმოჩენა ასიერ ილიარამენდი (სოსიედადი), ჩული (უელვა)
ფეირ პლეი იკერ კასილიასი (რეალი), ბრუნო (ვილიარეალი)
ფეირ პლეი (გ) "ატლეტიკი" (ბილბაო), "ვილიარეალი"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთში 2012/13 წლების სეზონის რჩეულები დაასახელეს: ჯერ მესი, მერე რონალდო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული