ესპანეთის თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები: "ალკორკონის" მორიგი სენსაცია

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები დაიწყო და პირველ ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი სენსაცია დაფიქსირდა - "ალკორკონმა" საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ "გრანადას" სტუმრად 2:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე უკეთ შესრულებული 11-მეტრიანების წყალობით გავიდა.

ახლა უკვე სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ალკორკონს" თასზე აქამდეც მრავალი სენსაცია მოუხდენია. თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, რომ 2009 წელს გუნდმა ძირითადი შემადგენლობით მოთამაშე მადრიდის "რეალს" 4:0 მოუგო.

სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი "უელვა" "ლევანტესთან" შერცხვა და დიდი ანგარიშით წააგო. "ბაყაყებმა" ორი მატჩის ჯამში წინ გასვლა უკვე
მე-18 წუთისთვის შეძლეს - გოლები სიმაო ჟუნიორმა და რუბენ გარსიამ გაიტანეს. მეორე ნახევარში მასპინძელთა რიგებში თავი ანდრეას ივანშიტცმა და კამარასამ გამოიჩინეს, 65-ე წუთზე კი სტუმარი კაცნაკლული დარჩა და კაპიტულაციაც გამოაცხადა.

ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვეს "ხეტაფემ" და "ბარსელონამ". მადრიდელებმა კატალონიურ "ჟირონას" მოუგეს, "ბარსამ" კი "კარტახენას" ორი მატჩის ჯამში 7:1 სძლია. მიუხედავად მეტოქის სისუსტისა და პირველ შეხვედრაში მიღწეული სამბურთიანი უპირატესობისა, ხერარდო მარტინომ მოედანზე, პრაქტიკულად, ძირითად შემადგენლობას უხმო.

სასტარტოში იყო კარლეს პუიოლი, ვინც მინდორზე 90 წუთი გაატარა. მორიგი გოლი გაიტანა ნეიმარმა, რომელსაც უკვე სამი მატჩია, გააქვს. ბრაზილიელმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:0 და 7:1 ორი მატჩის ჯამში.

კიდევ ორი წყვილი პრიმერა დივიზიონის გუნდებმა შეადგინეს. "ვილიარეალმა" და "ელჩემ" "ელ მადრიგალზე" 2:2 ითამაშეს, რაც "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ამოცანას ართულებდა; "მალაგას" და "ოსასუნას" პირველი შეხვედრა კი 3:3 დასრულდა, არადა, მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ...

მარსელინიომ რამდენიმე ლიდერი კი დაასვენა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ერთადერთი ბურთის ავტორი ჟერემი პერბე გახდა, რომელმაც 6-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. "ოსასუნას" და "მალაგას" მატჩი კი 1:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე პამპლონური გუნდი გავიდა, რომელიც 1/8-ფინალში, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

ელჩე-ვილიარეალი 0:1 (2:2)
გოლი: 0:1 პერბე (55)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - საპუნარუ, ბოტია, პელეგრინი, სისმა - ხავი მარკესი, რივერა - ხენერელო (73. კორომინასი), ხავი ფლორესი (57. კარლეს ხილი), აარონ ნიგესი (77. ბოაკი) - კრისტიან ერერა
ვილიარეალი (4-2-3-1): ხუან კარლოსი - პანტიჩი, დორადო, გაბრიელ პაულისტა, იოკიჩი - ბრუნო, პინა - მოიზესი (67. ხაუმე კოსტა), ხ. აკინო (85. ტრიგეროსი), ხ. პერეირა (77. ჯოვანი დოს სანტოსი) - პერბე

ბარსელონა-კარტახენა 3:0 (4:1)
გოლები: 1:0 პედრო (30), 2:0 მარიანო (67-საკ. კარში), 3:0 ნეიმარი (87)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პუიოლი, მასკერანო, ადრიანო (80. ალბა) - ა. სონგი, ფაბრეგასი (76. ინიესტა), სერხი რობერტო - პედრო (76. ა. სანჩესი), ნეიმარი, ტელიო

ხეტაფე-ჟირონა 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 პ. სარაბია (1), 2:0 ა. კოლუნგა (4-პენ), 3:0 ლაფიტა (34), 3:1 ხანდრო კასტრო (58-პენ), 4:1 ლისანდრო ლოპესი (72)
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, რაფა, ლისანდრო ლოპესი, ს. ესკუდერო - ბორხა (62. მოსკერა), მიჩელი - ლაფიტა, პ. სარაბია, გავილანი (71. პედრო ლეონი) - ა. კოლუნგა

ლევანტე-უელვა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 სიმაო ჟუნიორი (4), 2:0 რუბენ გარსია (18), 3:0 ივანშიტცი (50), 4:0 კამარასა (55)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ელ ადუა, დ. ნავარო, კარაბელასი - კამარასა, სიმაო ჟუნიორი (69. რ. გომისი) - სუმეტრა, რუბენ გარსია (75. ნონგი), ივანშიტცი - ბარალი (55. ანხელი)
გაძევება: ა. ვეგა (65. უელვა)

გრანადა-ალკორკონი 0:2 პენ. 4:5 (2:0)
გოლები: 0:1 ვერდესი (41), 0:2 ნაგორე (82)
გრანადა (4-3-2-1): კარნეზისი - ნიომი, დიახატე, მურილიო, დანი ბენიტესი - ფატაუ (103. იებდა), კოეფი, რესიო - მ. პერეირა (55. პიტი), ბუონანოტე (55. რიკი) - იგალო

ოსასუნა-მალაგა 1:1 (3:3)
გოლები: 1:0 ველიგტონი (1-საკ. კარში), 1:1 ელიზეუ (61)
ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - დამია, ოიერი, არიბასი, ორიოლი - პუნიალი, ფ. სილვა - სეხუდო (83. ლოტიე), ე. არმენტეროსი, ხოსე გარსია (65. რ. ტორესი) - მანუელ ონვუ (76. ორიოლ რიერა)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - ხესუს გამესი, ანხელერი, ველიგტონი, ანტუნეში - დარდერი, ტისონე - პ. მორალესი (64. დუდა), პორტილიო (64. სანტა კრუსი), ელიზეუ - ხუანმი (73. სამუ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის სამეფო თასი. 1/16-ფინალი. I მატჩები: "რეალმა" მესამე დივიზიონის გუნდს ვერ მოუგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული