შეგახსენებთ, რომ "რეალთან" ერთად ზიდანმა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ტურინის "იუვენტუსში" თამაშის დროს "ოქროს ბურთი" მოიპოვა.
"ზიდანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოცდილებას უზიარებს, რომელიც კარიერის მანძილზე დააგროვა და ეს, უბრალოდ, ფანტასტიკურია.
ძალიან მომწონს მასთან ერთად მუშაობა, რადგან ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო. ჩემთვის ეს იდეალურია. მომწონს საუკეთესოების გვერდით ყოფნა", - თქვა რონალდომ.
მომზადებულია TalkSport-ის მიხედვით