ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტურის წინ: "რეალის" და "ბარსას" რთული ოდისეა

AutoSharing Option
2013 წლის ბოლო ტური 20 დეკემბერს დაიწყება, ხოლო ორშაბათს ცენტრალური მატჩით დასრულდება - მწვრთნელის გარეშე დარჩენილი "ვალენსია" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

უკანასკნელად "ვალენსიამ" "სამეფო კლუბს" 2009 წელს მოუგო (3:0). მას შემდეგ გუნდებმა ჩემპიონატში 8 თამაში გამართეს და აქედან "ღამურებმა" მხოლოდ ორი არ წააგეს, ბურთების სხვაობა კი მათთვის მართლაც კატასტროფულია: 8:22.

ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე "ღამურებს" ახალგაზრდული გუნდის თავკაცი ნიკო ესტევესი უხელმძღვანელებს. მისი სადებიუტო შეხვედრა "ვალენსიამ" 19 დეკემბერს "ხიმნასტიკთან" გამართა, პრიმერაში კი ესტევესს გაცილებით რთული გამოცდა ელის. მასპინძლებს საკადრო პრობლემა თითქმის არ
აქვთ, აი, სტუმართა რიგებში კი საეჭვოა კრიშტიანო რონალდოს თამაში, რომელმაც სამეფო თასის შეხვედრა გამოტოვა. თასზე არ უთამაშია გარეთ ბეილსაც, თუმცა უელსელის "მესტალიაზე" ასპარეზობის შანსი გაცილებით დიდია.

არც ნეიმარი, არც მესი
"ბარსელონა" წლის ბოლო შეხვედრას ნეიმარის გარეშე ჩაატარებს - ბრაზილიელმა "ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, თასზე ("კარტახენასთან") ითამაშა და შვებულებაში ნაადრევად გავიდა. კარგად მოგეხსენებათ, რომ კატალონიელებს ლიონელ მესიც არ ჰყავთ, რის გამოც ნეიმარის გამოკლება ხერარდო მარტინოსთვის დამატებითი თავისტკივილია.

"ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის, ალფონსო პერესის სახელობის სტადიონზე თამაში, პრაქტიკულად, ყველა გუნდს უჭირს, მათ შორის, კატალონიურ კლუბსაც, რომელმაც აქ ბოლო წლებში სამჯერ წააგო, თუმცა შარშან დიდი ანგარიშით (4:1) იმარჯვა.

ლუის გარსიას გუნდი ჩემპიონატის ლიდერს საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი ხვდება - 6 მატჩში მოპოვებული 5 გამარჯვების შემდეგ მადრიდელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი წააგეს, თანაც მათ შორის იყო მარცხი "ვისენტე კალდერონზე" - 0:7. ხასიათი "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა თასზე გამოიკეთეს, სადაც კატალონიურ "ჟირონას" 4:1 მოუგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეტოქე ამჯერადაც კატალონიური გუნდია, მაგრამ გაცილებით ძლიერი...

"ატლეტიკო" ბაყაყების წინააღმდეგ
დიეგო სიმეონეს კრებული, რომელიც ყველას გაოცებას აგრძელებს, წლის ბოლო შეხვედრას საკუთარ მოედანზე "ლევანტესთან" გამართავს. ვალენსიელებს "კალდერონზე" ბოლო 5 მატჩი წაგებული აქვთ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სეზონში "ატლეტიკოს" საკუთარ მოედანზე რვიდან რვა მატჩი აქვს მოგებული, სტუმრების შანსი არც ისე დიდი უნდა იყოს.

საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართება "ელ მადრიგალზე", სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ვილიარეალი" თასზე შერცხვენილ "სევილიას" უმასპინძლებს. უნაი ემერის გუნდი ბოლო პერიოდში კარგად ათამაშდა და თუ თასზე განცდილ წარუმატებლობას დაივიწყებს, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" სერიოზულ ბრძოლასაც გაუმართავს. გამარჯვების შემთხვევაში ანდალუსიელები მეტოქესთან არსებულ სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვებიან.

XVII ტური

20 დეკემბერი
ელჩე-მალაგა 0:1

21 დეკემბერი
ვილიარეალი-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კანი, ფარინოსი - პარეხა, ჩერიშევი, სისინიო, მარინი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (7-6) +3 =1 -2 (13-11)
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +7 =7 -12 (29:38)

ბეტისი-ალმერია 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ამაია, ხავი ტორესი, ბ. როდრიგესი, პერკისი, ნოსა იგიებორი - როდრი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (6-18) +3 =1 -2 (5-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =1 -1 (6:3)

ატლეტიკო-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო სუარესი - ლელი, ექტორ როდასი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (17-2) +1 =1 -4 (3-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +10 =3 -5 (27:18)

გრანადა-სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - მ. გონსალესი, დე ლა ბელია, ესტრადა, გრანერო, იფრანი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (8-9) +4 =1 -1 (19-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2 =2 -2 (9:9)

22 დეკემბერი
ესპანიოლი-ვალიადოლიდი 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - რამა, ვიქტორ პერესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (6-7) +1 =2 -3 (7-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +12 =11 -7 (32:20)

ხეტაფე-ბარსელონა 20:00
დისკვალიფიკაცია: ნეიმარი (ბარსელონა)
ტრავმა: - დანი ალვეში, ვიქტორ ვალდესი, მესი, ჯონათან დოს სანტოსი, აფელაი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (4-10) +5 =0 -1 (14-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +3 =3 -14 (19:42)

ბილბაო-ვალეკანო 22:00
დისკვალიფიკაცია: ნაჩო მარტინესი (ვალეკანო)
ტრავმა: ალბისუა - სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (8-7) +1 =1 -4 (8-14)
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8 =8 -4 (35:31)

სელტა-ოსასუნა 00:00
დისკვალიფიკაცია: შარლესი (სელტა) - ფ. სილვა (ოსასუნა)
ტრავმა: სამუელ ლორკა - დე ლას კუევასი, სისი, ნინო
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 (7-13) +2 =1 -3 (6-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +10 =2 -4 (22:9)

23 დეკემბერი. ვალენსია. "მესტალია". 00:00
ვალენსია-რეალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუაიტა, რიკარდო კოშტა - ვარანი, ხედირა, ფ. კოენტრაო
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +10 =9 -25 (53:85)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (8-9) +5 =1 -0 (26-8)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, ვიქტორ რუისი, მატიო, გუარდადო - ორიოლ რომეუ, ბანეგა - ფეგული, ჟონასი, კანალესი - ელდერ პოშტიგა
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - ბეილი, ისკო, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა

ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 10 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ხავი გერა (ვალიადოლიდი); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ჟონასი (ვალენსია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული