ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტურის შეჯამება და სიმბოლური: I წრე "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" მოიგეს

AutoSharing Option
დღეს ცოტათი განსხვავებული სტილის შეჯამება გვექნება. ვინაიდან ესპანეთის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა, გადავწყვიტეთ, დღევანდელი ტურის შეჯამება, ამავდროულად, პირველი წრის რეზიუმედ გვექცია და ამიტომ ძირითად ყურადღებას სხვადასხვა საინტერესო სტატისტიკურ მონაცემზე გავამახვილებთ, თუმცა იქამდე ორიოდე სიტყვა ტურის ბოლო და ცენტრალურ შეხვედრებზეც ვთქვათ...

საუკეთესო დოს სანტოსი
პრიმერას პირველი წრე ჩემპიონთა ლიგის საგზურის ორი მაძიებლის ურთიერთშეხვედრით დასრულდა - "ვილიარეალმა" შარშანდელი სეზონის მეოთხეადგილოსან "სოსიედადს" უმასპინძლა და მისგან ქვა ქვაზე არ დატოვა:

"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" 5:1 მოიგო და მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაასწრო. მატჩის და საერთოდ, მე-19
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვანი დოს სანტოსი გახდა, რომელმაც "გოლს+პასის" სისტემით 4 ქულა მოაგროვა - მექსიკელმა თავად ორი გოლი გაიტანა და იკეჩუკვუ უჩესაც ორი საგოლე გადაცემა მიაწოდა. ეს უკანასკნელი შესანიშნავ ფორმაშია - ნიგერიელმა წინა ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა, ამჯერად კი დუბლი გაიფორმა. უჩეს ანგარიშზე უკვე 11 გოლია, რომელთაგანაც 10 მან ბოლო 10 შეხვედრაში გაიტანა.

ამ წაგებით "სოსიედადმა" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, რომელიც 9 ნოემბერს, "რეალთან" 1:5-ის შემდეგ დაიწყო. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბასკები ვალენსიელებთან 4-ბურთიანი სხვაობით აგებენ. 2005 წელს "ანოეტაზე" "ვილიარეალმა" 4:0 მოიგო, გოლები კი დიეგო ფორლანმა (ორი), ხუან რომან რიკელმემ და ხოსე მარიმ გაიტანეს.

წრის ჩემპიონი "ბარსა"
ტურის და საერთოდ, პირველი წრის ცენტრალურ შეხვედრაზე ("ელ კლასიკოსთან" ერთად) ისედაც ბევრი ვისაუბრეთ. ამჯერად მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ "ატლეტიკომ" "ბარსასთან" ჩემპიონატში არსებული 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 7-მატჩიან მოუგებელ სერიად აქცია.

ამ მოპოვებული ქულის წყალობით, პირველი წრის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდა, რომელმაც "როხიბლანკოს" მინიმალური უპირატესობით, მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო აჯობა. ჩემპიონატის პირველ ნახევარში ტიტულს გუნდს არავინ გადასცემს, მაგრამ ე.წ. შემოდგომის ჩემპიონობას გარკვეული დატვირთვა მაინც აქვს: ბოლო 11 სეზონიდან 10-ში ჩემპიონი სწორედ ის გუნდი გახდა, რომელმაც მეტოქეებს პირველ წრეში აჯობა.

ერთადერთი გამონაკლისი იყო გიჟური და არანორმალური 2006/07 წლების სეზონი, როდესაც პირველი წრე "ბარსელონამ" მოიგო, ჩემპიონი კი საბოლოოდ "რეალი" გახდა (ორივე გუნდმა ტურნირი 76 ქულით დაასრულა. ის საოცარი სეზონი და განსაკუთრებით, მისი ბოლო ტურები ფეხბურთის ნებისმიერ ქომაგს კარგად უნდა ახსოვდეს). ამ ლოგიკით, 2013/14 წლების სეზონის გამარჯვებული "ბარსელონა" უნდა გახდეს.

XIX ტურის სიმბოლური ნაკრები:
Sportall.Ge

საუკეთესო ბომბარდირები:
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)
11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)

საუკეთესო ასისტენტები:
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო)
7 - გარეთ ბეილი (რეალი)
6 - მარკელ სუსაეტა (ბილბაო), კარლოს ველა (სოსიედადი), ივან რაკიტიჩი (სევილია), კანი (ვილიარეალი)

გოლი + პასი:
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი) 20 გოლი და 4 პასი
20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) 19 გოლი და 1 პასი
17 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) 7 გოლი და 10 პასი
15 - პედრო (ბარსელონა) 11 გოლი და 4 პასი
14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი) 11 გოლი და 3 პასი
14 - კარლოს ბაკა (სევილია) 9 გოლი და 5 პასი
14 - ქარიმ ბენზემა (რეალი) 9 გოლი და 5 პასი
14 - კარლოს ველა (სოსიედადი) 8 გოლი და 6 პასი
14 - ივან რაკიტიჩი (სევილია) 8 გოლი და 6 პასი
14 - გარეთ ბეილი (რეალი) 7 გოლი და 7 პასი
14 - ნეიმარი (ბარსელონა) 6 გოლი და 8 პასი

კარში დარტყმა (საშუალოდ ერთ შეხვედრაში):
7,8 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
4,8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
3,3 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ჟონასი (ვალენსია)
3,2 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
3 - დორლან პაბონი (ბეტისი)

ზუსტი გადაცემები (პროცენტულად):
93,5 - სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა)
92,5 - ჩავი (ბარსელონა)
92,2 - მარკ ბარტრა (ბარსელონა)
91,9 - ჟერარ პიკე (ბარსელონა)
91,6 - ალვარო არბელოა (რეალი)
91 - სერხიო რამოსი (რეალი)

მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები:
5,4 - კრისტიან სტუანი (ესპანიოლი)
5,3 - ანტონიო ამაია (ბეტისი)
5,1 - ორიოლ რიერა (ოსასუნა)
4,1 - არიც ადურისი (ბილბაო), ბორხა (ხეტაფე)

ყველაზე მეტი დრიბლინგი (საშუალოდ ერთ შეხვედრაში):
5 - იასინ ბრაჰიმი (გრანადა)
4,2 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
3,2 - ნეიმარი (ბარსელონა)
3,1 - ლასანა ბანგურა (რაიო ვალეკანო)
2,7 - იკერ მუნიაინი (ბილბაო)

ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი:
10 - ალბერტო ბოტია (ელჩე)
7 - ანტონიო ამაია (ბეტისი), ხაუმე კოსტა (ვილიარეალი), ხესუს გამესი (მალაგა), პედრო ლოპესი (ლევანტე), სერხიო რამოსი (რეალი), სერხიო სანჩესი (მალაგა)

ყველაზე მეტი წითელი ბარათი:
2 - ვიქტორ სანჩესი (ესპანიოლი)

ყველაზე უდისციპლინო გუნდები:
1. სევილია - 62 ყვითელი და 3 წითელი
2. რაიო ვალეკანო - 52 ყვითელი და 6 წითელი
3. ოსასუნა - 48 ყვითელი და 7 წითელი
...
19. სოსიედადი - 35 ყვითელი და 0 წითელი
20. ბარსელონა 34 ყვითელი და 0 წითელი

ბურთის ფლობა:
1. ბარსელონა - 66,6%
2. რაიო ვალეკანო - 61,5%
3. რეალი - 60,6%
4. ვალენსია - 55,7%
5. ბილბაო - 53,9%
...
18. ესპანიოლი - 43,8%
19. ალმერია - 43,3%
20. ლევანტე - 36,7%

გოლები
თამაშიდან:
39 - ბარსელონა
32 - რეალი
28 - ატლეტიკო
26 - ვილიარეალი
...
8 - ლევანტე, გრანადა

კონტრშეტევაზე:
7 - ბარსელონა
6 - ატლეტიკო, რეალი
4 - სოსიედადი, ლევანტე
...
0 - ბეტისი, ოსასუნა, რაიო ვალეკანო

სტანდარტული მდგომარეობიდან:
12 - სევილია
10 - რეალი
9 - სოსიედადი, ბილბაო
8 - გრანადა
...
1 - ბარსელონა

პენალტით:
5 - ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო
4 - რაიო ვალეკანო
...
0 - სოსიედადი, მალაგა, ვალიადოლიდი, სელტა, ოსასუნა

ავტოგოლებით ყველაზე ხშირად "ატლეტიკომ" იხეირა, რომლის მოწინააღმდეგეებმაც საკუთარ კარში ორი ბურთი გაიტანეს.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა, რომელიც გუნდების სათამაშო სტრატეგიაზე წარმოდგენას შეგვიქმნის,
ვინ საიდან უტევს:

გუნდი მარცხენა ფლ. ცენტრი მარჯვენა ფლ.
1. ბარსელონა 34% 33% 33%
2. ატლეტიკო 39% 26% 35%
3. რეალი 37% 29% 35%
4. ბილბაო 34% 25% 41%
5. ვილიარეალი 34% 25% 41%
6. სოსიედადი 35% 25% 40%
7. სევილია 36% 29% 35%
8. ვალენსია 38% 29% 34%
9. გრანადა 38% 25% 38%
10. ლევანტე 30% 28% 42%
11. ხეტაფე 36% 25% 39%
12. ესპანიოლი 33% 25% 42%
13. ოსასუნა 37% 26% 38%
14. მალაგა 36% 26% 38%
15. სელტა 36% 28% 36%
16. ალმერია 33% 27% 40%
17. ელჩე 41% 22% 37%
18. ვალიადოლიდი 39% 25% 36%
19. რიაო ვალეკანო 39% 24% 37%
20. ბეტისი 42% 26% 31%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური: საჭადრაკო პარტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული