რონალდოს დუბლით მადრიდის "რეალმა" ესპანური საკლუბო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 დეკემბერს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში XV ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ალმერია" ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ეს გამარჯვება "სამეფო კლუბისთვის" ზედიზედ მეოცეა ყველა ტურნირში, რაც ესპანურ საკლუბო ფეხბურთში სარეკორდოა. ცნობისთვის, "რეალმა" ბოლო 12 შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში მოიგო, 6 - ჩემპიონთა ლიგასა და 2 - ესპანეთის თასზე.

აქამდე მოგებათა ყველაზე გრძელი სერიით "ბარსელონა" იწონებდა თავს, რომელმაც 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით, ზედიზედ 18 მატჩი მოიგო.

რაც შეეხება უშუალოდ ალმერიაში გამართულ შეხვედრას, 34-ე წუთზე სტუმრები ისკომ დააწინაურა, თუმცა
ვერსამ (39-ე წუთი) მალევე აღადგინა წონასწორობა. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ჯერ გარეთ ბეილმა (42) გაიტანა, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდომ (81, 88) დუბლი შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

"რეალი" პრიმერა დივიზიონს 39 ქულით ლიდერობს და მდევარ "ბარსელონას", რომელიც ტურის მატჩს დღეს, 13 დეკემბერს სტუმრად "ხეტაფესთან" გამართავს, ხუთი ქულით უსწრებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
შაბათი. 13 დეკემბერი
ხეტაფე-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: ინესტოსა (ხეტ)
ტრავმა: დიავარა (?), ესკუდერო (?), ლაგო (?) - რაფინია (?), ვერმალენი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +3=4-17, (23-55)

ვალენსია-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: პარეხო, ალკასერი - ტრაშორასი
ტრავმა: კოშტა, მუსტაფი (?) - ფატაუ, კობენიო, კასტრო, ტონიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +14=2-5, (46-21)

კორდობა-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: პინილიოსი (კორ)
ტრავმა: როსი (?), ბუსონი, გარსია (?) - სისოკო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4=5-5, (18-22)

მალაგა-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანჩესი, ჩენი, ხიმენესი, ფერეირა - კაბრალი (?), ერნანდესი (?), ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=6-6, (23-27)

კვირა. 14 დეკემბერი
ესპანიოლი-გრანადა 15:00
დისკვალიფიკაცია: ფულკიე (გრ)
ტრავმა: მონტანიესი - რიკი, მაჩისი, როჩინა, მარკესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=1-2, (6-3)

სევილია-ეიბარი 20:00
დისკვალიფიკაცია: კარიშო (სევ)
ტრავმა: ტრემულინა (?), კრიხოვიაკი (?) - ბერხონი (?), ბოატენგი (?), ხიმენესი (?), ვილა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=2-1, (??-??)

ატლეტიკო-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მირანდა (?), ანსალდი - სანტოსი (?), პერესი, იოკიჩი, მუსაჩიო, კანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=6-10, (42-39)

სოსიედადი-ბილბაო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერგარა, ზალდუა, აგირეჩე, გონსალესი (?), ელუსტონდო - ეჩეიტა, ეჩებარია (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +11=14-11, (49-45)

ორშაბათი. 15 დეკემბერი
დეპორტივო-ელჩე 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარინია (?), ლუკასი - მუდინგაი (?), ერერა (?), ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=0-2, (10-7)

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის წინ: ვინ გააჩერებს "რეალს", "ბარსას"...
მკითხველის კომენტარები / 2 /
reali wels yvelafers moigebs!
choxa
15:09 13-12-2014
0
რონალდოს რომ ვერ გაეტანა ისე არ იგებდა რეალი?რას წერთ დაუკვირდით რა
dato
12:49 13-12-2014
0

სიახლეები პოპულარული