"ბარსელონა" ფიფას და "ოქროს ბურთს" ბოიკოტს უცხადებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ფიფასთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს იმ დრომდე, სანამ ამ ორგანიზაციის მიერ მასზე დაკისრებული სანქციების ვადა არ ამოიწურება.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ კატალონიურ კლუბს ახალი ფეხბურთელების შეძენა ორ სატრანსფერო პერიოდში აუკრძალა. "ბარსელონას" დასჯის მიზეზი კლუბისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ კანონდარღვევით განხორციელებული საერთაშორისო ტრანსფერები გახდა.

"ბარსელონას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუს თქმით, კლუბი ბოიკოტს გამოუცხადებს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალსაც, რომელიც ფიფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, კრიშტიანო რონალდოსა (მადრიდის "რეალი") და მანუელ ნოიერთან (მიუნხენის "ბაიერნი") ერთად, "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესიც
არის წარდგენილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ქაჯების ხროვა
....
17:37 08-01-2015
0

სიახლეები პოპულარული