"გმადლობთ, რომ მოხვედით" - უნაი ემერის პრესკონფერენციამ ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "სევილიას" მთავარ მწვრთნელ უნაი ემერს ჟურნალისტები არ დახვდნენ.

სევილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ დარბაზი ცარიელია.

ემერი თავის ადგილას დაჯდა და კომენტარი გააკეთა: "საღამო მშვიდობისა. აქ არავინ არაა. გმადლობთ, რომ მოხვედით". ამის შემდეგ კი გაღიმებულმა დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "სევილიას" და "ხიხონის" შეხვედრა დღეს, 12 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული