როგორც ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, მადრიდელები მზად იყვნენ 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ლონდონელებისთვის ჯექსონ მარტინესი შეეთავაზებინათ ან 45 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ "ჩელსიმ" კოშტას გაშვება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულს დიეგო კოშტა ლონდონის "ჩელსიში" მადრიდის "ატლეტიკოდან" 32 მილიონ ფუნტად გადაბარგდა.