"ბარსელონას" პირველი საზაფხულო ტრანსფერი ცნობილია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "სელტას" ფორვარდ ნოლიტოს დაიმატებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.

"ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენა იანვარში სურდა, მაგრამ მაშინ ნოლიტოს სანაცვლოდ შემოთავაზებული 18 მილიონი "სელტას" ეცოტავა. როგორც წყარო იტყობინება, "სელტა" საბოლოოდ დათანხმდა და ზაფხულში ნოლიტოს "ბარსელონაში" სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ გაუშვებს.

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით, 29 წლის ნოლიტო ფორვარდის ადგილზე საუკეთესო კანდიდატურაა. ამის გარდა, კატალონიელები მცველის შეძენასაც გეგმავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული