კოშტა, ტორესი და მატა ევრო 2016-ისთვის ესპანეთის ნაკრების სიაში ვერ მოხვდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის გაფართოებული, 25-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. საბოლოო სიაში 23 მოთამაშე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ გუნდში ვერ მოხვდნენ ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი დიეგო კოშტა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ფერნანდო ტორესი. ასევე - "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ჩეხეთთან, თურქეთსა და ხორვატიასთან იბრძოლებს.

მეკარეები: იკერ კასილიასი (პორტუ), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო რიკო (სევილია).
მცველები: სერხიო
რამოსი (რეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), დანიელ კარვახალი (რეალი), ხორდი ალბა (ბარსელონა), მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), მიკელ სან-ხოსე (ატლეტიკი), ხუანფრანი (ატლეტიკო).
ნახევარმცველები: ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ისკო (რეალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), პედრო (ჩელსი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), საული (ატლეტიკო).
თავდამსხმელები: არიც ადურისი (ატელტიკი), ნოლიტო (სელტა), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ლუკას ვასკესი (რეალი).
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტორესი დიდიხნის ცინ უნდა გაესჰვატ არა მხოლოდ ნაკრებიდა საერტოდ ბეხბურტიდა არ ეკადრება ესპანეტს ასეტი უნიცჰო ბეხბურტელებიიი
kakula
11:57 18-05-2016
0
ეს დელ ბოსკეც დაბერდა და გაუბერა! მატას და კოშტას არყოფნა კიდევ ჰო, მარა ფორმაში მყოფი ტორესის არშეყვანა? რომელი ჰყავს ამ წუთას უკეთესი თავდამსხმელი?
antidelboske
19:40 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული