AS: ესპანეთის ნაკრებში ვისენტე დელ ბოსკეს შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, ესპანეთის ნაკრებს, დიდი ალბათობით, ხოაკინ კაპაროსი ჩაიბარებს. ამ უკანასკნელმა უარი უკვე უთხრა ისეთი კლუბების წინადადებებს, როგორებიც არიან "ბეტისი", "ვალენსია" და "ალავესი". რაც შეეხება დელ ბოსკეს, გამოცემის ცნობით, ის სამწვრთნელო საქმიანობას თავს დაანებებს.

კაპაროსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მთავარი კანდიდატია ნაკრების თავკაცის პოსტზე. უწინ ის "მალიორკას", "ლევანტეს", ბილბაოს "ატლეტიკს", "ვილიარეალს", "სევილიასა" და "დეპორტივოს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1/8-ფინალში, იტალიის ნაკრებთან
მარცხით (0:2) დაასრულა. თამაშის შემდეგ დელ ბოსკემ თქვა, რომ თავის მომავალზე ფედერაციასთან ისაუბრებს.

ევრო 2016. 1/8-ფინალი. იტალია-ესპანეთი: ვენდეტა იტალიურად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა ხომ დარწმუნდით რომ საქართველომ ესპანეთს შემთხვევით არ მოუგო იტალიამ ესპანეთი დაამარცხა მანამდე კი ევროს დაწყებამდე მწარე მარცხი იწვნია ჩვენ ნაკრებთან ასე რომ ალბათ ამანაც მოახდინა ზეგავლენა რომ დღეს ესპანეთი ვეღარ ითამაშებს
ფეხბურთის გიჟი ფანი
11:27 28-06-2016
0
ვინც არ უნდა დანიშნონ, ესპანეტს არაპერი უშველის, მიტომ რომ თაობატა ცვლა იწყება
am taobam tavisi sakme gaaketa.
13:36 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული