სამირ ნასრი კარიერას იჯარის წესით "სევილიაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"სევილიამ" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, სამირ ნასრის იჯარით აყვანის შესახებ გამოაცხადა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 29 წლის ფრანგთან დაკავშირებით საიჯარო შეთანხმება ერთი სეზონით გაფორმდა, გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ კი არაფერია ცნობილი.

გასულ სეზონში ნასრიმ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყველა ტურნირში სულ 13 მატჩში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში კი სულ 15 წუთით ითამაშა "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფულს რო გაეკიდები კაცი ... მაგარი გაბანძდა რაც არსენალიდან გადავიდა ...
data
09:35 01-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული