ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ორი თვე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გუნდს ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

კლუბის ცნობით, 32 წლის ნახევარმცველმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და ის უახლოეს 6-8 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ინიესტამ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ვალენსიასთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო. ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ის ენცო პერესს შეეტაკა, რის შემდეგაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ამგვარად, ინიესტა სეზონის პირველ "ელ კლასიკოსაც" გამოტოვებს, რომელიც "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის 4 დეკემბერს კამპ ნოუზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული