ანდრეს ინიესტა: მოხარული ვიქნებოდი, თუკი ამ თემაზე სალაპარაკო უკვე ხვალიდან აღარ მექნებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, როდის გაახანგრძლივებს კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან.

"მოხარული ვიქნებოდი, თუკი ამ თემაზე სალაპარაკო უკვე ხვალიდან აღარ მექნებოდა. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მიმდინარე კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი ძალაშია. ლოგიკური იქნებოდა, საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაგვეწყვიტა, რათა ყველა მშვიდად ვყოფილიყავით.

კლუბთან პრობლემა არასდროს მქონია, ჩვენი ურთიერთობა კი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. გასაგებია, რომ თუკი ჩემი თამაში და ვითარება ოპტიმალური იქნება, პრობლემები არ შეიქმნება, მაგრამ ეს არაა ის საკითხი, რომლის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შემიძლია", - აქვეყნებს ინიესტას ნათქვამს Sport.

32
წლის ინიესტამ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ღირსება პრიმერას 8 მატჩში დაიცვა.

"ბარსელონამ" ბოლო ორ თვეში შრომითი ხელშეკრულებები გაუხანგრძლივა ფორვარდებს ნეიმარსა და ლუის სუარესს, ლიონელ მესისთან კი მოლაპარაკებების პროცესშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული