43 წლის გერმანელი სპეციალისტის კონტრაქტი კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე იყო გათვალისწინებული, მაგრამ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი წარმოიშვა.
"მადლიერი ვარ ორი ლამაზი და სიახლეებით სავსე სეზონისთვის. სამწუხაროა, რომ ერთად გზას ვეღარ გავაგრძელებთ.
მადლობა გუნდს, ფანებს, პერსონალს და ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა. "ბორუსიას" ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - დაწერა ტუხელმა "ტვიტერში".
შეგახსენებთ, რომ ტუხელი "ბორუსიაში" 2015 წელს მივიდა "მაინციდან". გუნდთან ერთად მან გერმანიის 2016/17 წლების სეზონის თასი მოიგო.
"ბორუსიის" თავკაცის მთავარ კანდიდატად ლუსიენ