"შალკე": ჩვენი უკრაინელი დაჟანგდა

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" უკრაინელ შემტევ ნახევარმცველ იევჰენ კონოპლიანკას კლუბთან უკიდურესად დაეძაბა სიტუაცია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კლუბმა კონოპლიანკას დაჯარიმება გადაწყვიტა, რადგან ამ უკანასკნელმა მთავარი მწვრთნელი მარკუს ვაინცირლი ღიად გააკრიტიკა. "არ დავმალავ, "შალკეს" მწვრთნელი მშიშარაა. იმედია, ის დიდხანს არ დარჩება "შალკეში", რადგან, ასეთ შემთხვევაში, გუნდი მეორე ლიგაში გავარდება".

საოცარია, მაგრამ სწორედ ამ განაცხადის შემდეგ "შალკემ" "სევილიასგან" 15 მილიონ ევროდ გამოისყიდა. კონოპლიანკამ კიდევ ერთხელ შეუტია "შალკეს": "რომ მცოდნოდა, როგორ ორმოში მოვდიოდი, "სევილიას" არასოდეს დავტოვებდი. თუ ეს მწვრთნელი დარჩება, მე 100%-ით წავალ", - განაცხადა
კონოპლიანკამ.

სხვათა შორის, კონოპლიანკა მალტასთან ამხანაგურ მატჩში უკრაინის ნაკრების ძირითადში ვერ მოხვდა, რასაც "შალკეს" "ტვიტერი" ირონიულად გამოეხმაურა - "ვფიქრობთ, ჩვენი უკრაინელი დაჟანგდა" - ეს პოსტი მალევე წაიშალა, თუმცა მისი ნახვა ათასობით ადამიანმა მოასწრო. უკრაინის ნაკრები კი 0:1 დამარცხდა შინ მალტასთან, რომელიც ფიფას რეიტინგში 182-ე ადგილზეა. კონოპლიანკამ მეორე ტაიმში ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული