პირველი კორეელი "ბაიერნში"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" 17 წლის სამხრეთ კორეელი ტალანტი ჩონ უ იონი დაიმატა.

"რეკორდმაისტერი" ჩონის გუნდს, "ინჩხონ იუნაიტედს" 700 ათას ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელს თავისთან 2018 წელს, მას შემდეგ გადაიყვანს, რაც ის სრულწლოვანი გახდება. 19 წლამდე ჩონი მიუნხენელთა ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს, შემდეგ კი, სათანადო განვითარების შემთხვევაში, პირველ გუნდში დაწინაურდება.

ჩონ უ იონი "ბაიერნის" ისტორიაში პირველი კორეელი ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟურნალისტებო, ისტორიას გადახედეთ, როდესაც ასეთ რამეს წერთ! პირველი კორეელი ბაიერნში ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში თამაშობდა და ეს გახლდათ ბუმ კუნ ჩა.
გარინჩა
20:52 08-07-2017
0

სიახლეები პოპულარული