ფილიპ ლამი: დაცვის მარჯვენა ფლანგი ჯოშუა კიმიხმა უნდა ჩაიბაროს

AutoSharing Option
ფილიპ ლამმა, ვინც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ჯოშუა კიმიხის თაობაზე თბილად ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მასში ხედავს მემკვიდრეს "ბაიერნის" დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

"მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ჩემი მემკვიდრე გახდეს "ბაიერნის" დაცვის მარჯვენა ფლანგზე. მე ყურადღებით ვადევნებ თვალს "ბაიერნის" ვარჯიშებს და ნათლად ვხედავ მის მისწრაფებას, ყოველდღიურად უკეთესი იყოს." - აღნიშნა ლამმა.

ცოტა ხნის წინ, იგივე განცხადება გააკეთა "ბაიერნის" მმართველობის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც, რის გამოც, "რეკორდმაისტერის"  მარჯვენა მცველის, რაფინიას გულისწყრომა დაიმსახურა. სავარაუდოდ, ბრაზილიელი არც ლამის კომენტარით დარჩება კმაყოფილი.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული